სანდრო ბრეგაძე თინა ხიდაშელს და დავით უსუფაშვილს ემუქრება – ,,ამ ვირთხებს ჯოჯოხეთს მოვუწყობ”

სანდრო ბრეგაძე თინა ხიდაშელს და დავით უსუფაშვილს ემუქრება - ,,ამ ვირთხებს ჯოჯოხეთს მოვუწყობ",,ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე თინა ხიდაშელს და დავით უსუფაშვილს ემუქრება. ბრეგაძე წერს:

,,უნამუსობა გამიგია, მაგრამ ისეთი უტიფრები, როგორებიც უსუფაშვილ-ხიდაშელის წყვილია, ჯერ არ შემხვედრია! ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგი ვართო, განაცხადა უსუფაშვილმა, არადა მან და მისმა მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ცოლმა ლამის იყო, რევოლუცია მომიწყვეს მთავრობაში, როგორ ბედავს ბრეგაძე და ერთნაირსქესიანი ქორწინების აკრძალვას ითხოვსო

ააწრიალეს საელჩოები, მთავრობაში ჰომოფობი გვყავსო! ახლა ამ ვირთხებს ჰგონიათ, რომ ხალხს გააბრიყვებენ და თავს ქართველებად შეასაღებენ, რათა პარლამენტარის მანდატის მიღებისთანავე ურჯულოების დაცვა დაიწყონ! პირადად ვპირდები ამ მანქურთებს ჯოჯოხეთის მოწყობას”.

შეგახსენებთ, რომ ,,ლელომ”, რომლის წევრიც დავით უსუფაშვილია, განაცხადა, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს არ დაუჭერს.