5800-ლარიანი ხელფასი ბონდო მძინარაშვილს - რუსეთის ღიად მეხოტბე "საზმაუს" ბორდის წევრდ აირჩიეს

გამოქვეყნდა:

გეორგიევსკის ლენტზე გამობმულ რუსეთის მარიონეტს ბონდო მძინარაშვილი ჰქვია და საქართველოს პარლამენტმა ის 95 ხმით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად დაამტკიცა. მისი მხარდამჭერების უმრავლესობა „პატრიოტთა ალიანსის“, ანუ ბიძინა ივანიშვილის წარმოსახვითი ოპოზიციის წევრები არიან.

ბონდო მძინარაშვილი, რომელიც არ მალავს სენტიმენტებს რუსეთისადმი, ღიად უპირისპირდება ევრო-ატლანტიკურ კურსს და ამასთან, "ტვ ობიექტივის" მავნებლური პოლიტიკის მთავარი რუპორია, მომავალი ორი წლის განმავლობაში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრაში მიიღებს მონაწილეობას.

მისი ყოველთვიური ხელფასი 5800 ლარი იქნება, რომლის გადახდაც ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწევს.

ისმის კითხვა, რატომ უნდა ვანდოთ ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა პუტინის ლაქიას და რატომ უნდა ვუხადოთ მას ხელფასი ჩვენივე ჯიბეებიდან ?

ბონდო მძინარაშვილი 90-იანი წლების ატროფირებული პოლიტიკური ეთიკისა და მორალის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა, რომელიც პირად მარცხად აღიქვამს ვარდების რევოლუციას.

შესაბამისად, ივანიშვილისთვის ის საჭირო მოთამაშეა. მათ ერთი მიზანი აკავშირებთ - საზოგადოებაში დასავლეთისადმი უნდობლობის გაღვივება და საქართველოს რუსულ კულტურულ და პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნება. ბონდო მძინარაშვილის ყველაზე ხშირი რესპონდენტები სწორედ საბჭოთა წითელი ნომენკლატურის მუმიფიცირებული წარმომადგენლები არიან, რომლებსაც მუდამ თან სდევთ 25 მანეთად ნაყიდი თბილისი-მოსკოვის ბილეთის სურნელი და ზმანება.

ბონდო მძინარაშვილი, ყველაფერთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის ნათლულიცაა. იშვიათია ნათლია და ნათლული ასე ჰგავდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ვასილ მაღლაფერიძემ მძინარაშვილს კონფორმიზმი და პოლიტიკური სიბეცე უხვად დაანათლა.  

ფაქტი კი ფაქტად რჩება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ოპოზიციური კვოტით შემოგვასაღეს ადამიანი, რომელიც ერთის მხრივ, სახოტბო დითირამბებს უმღერის მმართველ პარტიასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მეორეს მხრივ - ცილისმწამებლურ პასკვილებს უძღვნის ოპოზიციას.

 

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი