თავში

"ქართული მარში" სოროსის ფონდის წინააღმდეგ

"ქართული მარში" სოროსის ფონდის წინააღმდეგ
ქართული მარში სოროსის ფონდის წინააღმდეგ

"ქართულმა მარშმა" ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა და ჯორჯ სოროსის ფიტული დაწვა. აქციის მონაწილეებმა "სოროსის ფონდის" საქმიანობა გააპროტესტეს და ულტიმატუმი წამოაყენეს.

მათი თქმით, თუ 2 კვირაში პარლამენტი არ აკრძალავს უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ასევე არ აიკრძალება საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობა, "ქართული მარში" "სოროსის ფონდის" მუდმივ პიკეტირებას დაიწყებს.

ცნობისთვის, საქართველოს ადგილობრივი ფონდი ცნობილი ფილანტროპის და ბიზნესმენის ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ღია საზოგადოების ფონდების წევრი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 1994 წელს ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობით, ქართველი მეცნიერების დახმარებით, ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებით დაიწყო. 

ფონდი ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას, მედიის დამოუკიდებლობას, ეთნიკური უმცირესობების და მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, რეფორმების განხორციელებას ჯანდაცვის სფეროში და სოციალურ თანასწორობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system