“დაუკავშირდით ნამდვილ ოპოზიციას!” – პატრიოტთა ალიანსთან და სხვა ანტიდასავლურ ჯგუფებთან დაკავშირებული FB ანგარიშები

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

სოფოს ინფოგრაფიკა - Copy
1k
VIEWS

მას შემდეგ, რაც “მითების დეტექტორმა” ღია წყაროებზე დაყრდნობით პრო-რუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ყალბი პროფილები (14 ტროლი)  გამოავლინა, ამ პარტიასთან პირდაპირ დაკავშირებული 1ფეისბუკ გვერდი (ნამდვილი ოპოზიცია) და 3 ჯგუფი (გონიერი საქართველო, ქვეყნის მტრების წინააღმდეგ, ნაცხროვა ციხეში!!!!) გამოვლინდა, რომელმაც თავის მხრივ სხვა ანტიდასავლური სოციალური ანგარიშების იდენტიფიცირების შესაძლებლობა მოგვცა. ამ უკანასკნელს კრემლთან დაკავშირებული გამოცემის “საქართველო და მსოფლიო” ავტორი, ბაკურ სვანიძე მართავს და სულ მცირე 8 გვერდსა და 4 ფეისბუკ ჯგუფს აერთიანებს (იხ. ინფოგრაფიკა 1).
"

კავშირები. გამოიკვეთა კავშირები კრემლისტურ “საქართველო და მსოფლიოს” ავტორს, პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებულ ტვ “ობიექტივს” და პატრიოტთა ალიანსს შორის. მაგალითად, საჯარო ჯგუფს “გონიერი საქართველო” გვერდი “ნამდვილი ოპოზიცია” და Geworld.ge-ს ავტორი ბაკურ სვანიძე მართავენ; კიდევ ერთ ჯგუფს “ქვეყნის მტრების წინააღმდეგ” კი  – ტელეკომპანია “ობიექტივის” მთავარი პროდიუსერი ირაკლი ჩაჩიბაია; მესამე ჯგუფს – “ნაცხროვა ციხეში!!!” კი – “პატრიოტთა ალიანსის” აქტივისტები.

“პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული გვერდი და ჯგუფები

FB გვერდი. პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული სოციალური ანგარიშები, როგორც გვერდი და ჯგუფები, ასევე ინდივიდუალური ტროლ პროფილები, მეტწილად პარტიის დღის წესრიგს მიჰყვებიან, ერთი მხრივ “პატრიოტების” აქტივობების პოპულარიზაციას ახდენენ, მეორე მხრივ პოლიტიკური ოპონენტებისა და ლიბერალური ჯგუფების დისკრედიტაციას ახდენენ, ასევე სოციალურ ქსელებში პარტიის ლიდერების მიმართ კრიტიკაზე ორგანიზებულად რეაგირებენ, როგორც ეს ტროლანგარიშების შემთხვევაში გამოიკვეთა.

გვერდი ნამდვილი ოპოზიცია, 2020 წლის 31 იანვარს შეიქმნა. გვერდის პროფილის ფოტოზე პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის ფოტო აყენია, ხოლო ჩვენს შესახებ განყოფილებაში წერია, რომ გვერდი პერსონალურ ბლოგს წარმოადგენს.

"

გვერდს, რომელსაც 910 მომწონებელი ჰყავს 5 ადმინისტრატორი მართავს. დაკავშირებულ გვერდებში კი ფეისბუკი ბაკურ სვანიძის მართულ 3 გვერდს უჩვენებს:
""

გვერდმა “ნამდვილი ოპოზიცია” ლორა თორნტონისა და მითების დეტექტორის წინააღმდეგ სვანიძის განცხადება სვანიძის მიერ მართულ გვერდებთან ერთად ორგანიზებულად გამოაქვეყნა, რაც მათ კავშირებზე მიუთითებს.
"

6 მარტს მდგომარეობით “ნამდვილ ოპოზიციას” ერთი დასპონსორებული პოსტი ჰქონდა გამოქვეყნებული, რომელიც პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის მიერ ამერიკული კვლევითი კომპანიების – NDI და IRI-ის წინააღმდეგ წარმართული კამპანიის შესახებ “ობიექტივის” სიუჟეტს ასახავს.
"
FB ჯგუფები. პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული 3 ჯგუფიდან, ერთს (გონიერი საქართველო) გვერდი “ნამდვილი ოპოზიცია” მართავს,  ერთს (ქვეყნის მტრების წინააღმდეგ) ტვ ობიექტივის თანამშრომელი, ხოლო მესამეს  (ნაცხროვა ციხეში) პარტიის აქტივისტი.

“ნამდვილი ოპოზიციის” მართული ჯგუფი გონიერი საქართველო 2020 წლის 6 თებერვალს შეიქმნა და მისი ადმინისტრატორები სწორედ ბაკურ სვანიძე და პლატფორმა multimedia.ge-ს დამფუძნებელი გიორგი ლაღიძე არიან.
"

მეორე დაკავშურებული ჯგუფი ქვეყნის მტრების წინააღმდეგ  2019 წლის 9 მაისს შეიქმნა და მას ტელეკომპანია “ობიექტივის” მთავარი პროდიუსერი ირაკლი ჩაჩიბაია და “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ნიკოლოზ ინაშვილი მართავენ.
"

ჯგუფი ნაცხროვა ციხეში 2015 წლის 15 სექტემბერს შეიქმნა. მისი ადმინისტრატორი დავით გუდაშვილია, რომელსაც ფეისბუქზე სამუშაო ადგილად საქართველოს რკინიგზა აქვს მითითებული, ხოლო მისი პროფილის ბმულში განსხვავებული სახელი, მაიკო კვარაცხეელია ჩანს. ამ ჯგუფში ყველაზე ხშირად “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებულ სიახლეებს პარტიის აქტივისტი ნინო კვარაცხელია აზიარებს.

"

"

ბაკურ სვანიძის მიერ მართული მადისკრედიტირებელი გვერდები და ჯგუფები

“პატრიოტთა ალიანსის” ჯგუფების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ბაკურ სვანიძის მიერ მართული გვერდებისა და ჯგუფების იდენტიფიცირებაც, რომლებზეც ფეისსბუქზე ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებენ. ამ გვერდებიდან 2 – “ჯორჯის სორო” და “ევრო-ფული საქართველო” – 2020 წლის 31 იანვარს, ხოლო ორი – “დეიდა ლორას კვლევები” და “memeატურები” ასევე ერთ დღეს, 2020 წლის 4 თებერვალს შეიქმნა. ამასთანავე, მხოლოდ 2 გვერდზე, რომელიც პერსონალურად ბაკურ სვანიძის მიერ შექმნილი მედია კონტენტი ვრცელდება, არის მითითებული “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში მითითებული საავტორო ინფორმაცია. დანარჩენ 6 გვერდს სვანიძე ფარულად მართავს და მომხმარებელს გვერდების ადმინისტრატორების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის. 4 გვერდს კატეგორიაში მხოლოდ გართობისთვის (Just for Fun) აქვს მითითებული, 1-ს – პერსონალური ბლოგი (Personal Blog) და 1-ს – ტელეკომპანია (Tv Channel).


გვერდი
(12 მარტის მონაცემები)
ჯგუფი
"
პოლიტიკოსები 1 ლარიდან
პერსონალური ბლოგი
ადმინი: 7
Likes: 1555
შექმნის თარიღი: 30.01.2020
"
ბაკურ სვანიძის ინტერნეტ-TV და მეგობარი საიტები (ახალი ლინკები)

ადმინი: ბაკურ სვანიძე
შექმნის თარიღი: 08.09.2015
"
დეიდა ლორას კვლევები

იუმორისტული გვერდი
ადმინი: 5
Likes: 310
შექმნის თარიღი: 04.02.2020
"
დაჯე, ვილაპარაკოთ

ადმინი: ბაკურ სვანიძე
Qeti Otiashvili, გიორგი ლაღიძე, multimedia.ge ლევან გობრონიძე – ყალბი ანგარიში
შექმნის თარიღი: 04.02.2020
"
Memeატურები

იუმორისტული გვერდი
ადმინი: 4
Likes: 355
შექმნის თარიღი: 04.02.2020
"
პროპაგანდა არანორმალური პროპაგანდის წინააღმდეგ

ადმინი: ბაკურ სვანიძე
შექმნის თარიღი: 08.05.2015
"
სინდისისგან თავისუფალი მედია

TV არხი
ადმინი: 4
Likes: 968
შექმნის თარიღი: 12.02.2020
"
გონიერი საქართველო

ადმინი: ბაკურ სვანიძე
გიორგი ლაღიძე, multimedia.ge, “ნამდვილი ოპოზიცია – “პატრიოტთა ალიანსის” გვერდი
შექმნის თარიღი: 06.02.2020
"
ჯორჯის სორო
პერსონალური ბლოგი, იუმორისტული გვერდი
ადმინი: 6
Likes: 605
შექმნის თარიღი: 31.01.2020
"
ევრო-ფული საქართველო

იუმორისტული გვერდი
ადმინი: 5
Likes: 292
შექმნის თარიღი: 31.01.2020
"
ძაანპოლიტიკა

ბაკურ სვანიძის პოლიტიკური სატირა
Likes: 444
შექმნის თარიღი: 12.02.2020
"
ბაკურ სვანიძის fb-tv

TV არხი
ადმინი: 4  – საქართველოში, 1 – ლატვიაში, 1 – ამერიკაში
Likes: 13 588
შექმნის თარიღი: 02.05.2014
"

გვერდზე “ბაკურ სვანიძის fb-tv” ყველაზე ხსირად სვანიძის გადაცემების youtube ბმულები ზიარდება. 2016 წელს გვერდს ასევე გამოქვეყნებული აქვს მიმი NATO-ს და ჯეიმს აპატურაის წინააღმდეგ, რომელიც ალიანსში გაწევრიანებაზე ნიჰილიზმის დანერგვას იასახავს მიზნად.
"

2020 წლის 5 მარტს “მითების დეტექტორმა” გამოაქვეყნა მასალა NDI-ს ყოფილი დირექტორის ლორა თორნტონის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ თორნტონის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული იყო გვერდი “დეიდა ლორას კვლევები”. პუბლიკაციის საპასუხოდ ამავე გვერდზე გამოქვეყნდა ბაკურ სვანიძის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ გვერდს “დეიდა ლორას კვლევები” და ჯგუფს “პროპაგანდა არანორმალური პროპაგანდის გასავრცელებლად” სწორედ ბაკურ სვანიძე მართავს. ბაკურ სვანიძის ეს განცხადება ჩვენ მიერ გამოვლენილმა გვერდებმა, “პატრიოტთა ალიანსის” გვერდმა “ნამდვილი ოპოზიცია” და ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა გამოცემა მარშალპრესმაც გამოაქვეყნეს. გვერდს “დეიდა ლორას კვლევები” ეს პოსტი დასპონსორებული ჰქონდა.

NDI-ის ყოფილი დირექტორის ლორა თორნტონის, “მითების დეტექტორისა” და “მედიის განვითარების ფონდის” წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის ნაწილი იყო მიმები და “საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ-გვერდზე სვანიძის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ფეისბუკ ჯგუფებში ინტენსიურად News Front-მა გააზიარა.

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდებიდან ყველაზე ინტენსიურად პოსტებს ჯგუფებში სწორედ Qeti Otiashvili და კიდევ ერთი მომხარებელი Laura Abramia აზიარებენ. ამ ჯგუფებს შორის არის როგორც სვანიძის მიერ მართული ჯგუფები, ასევე ჯგუფები კახა კალაძე თბილისის მერი, პროტესტი და გიორგი მარგველაშვილი გისმენთ, მეგობრებო!
""

5 მარტის მდგომარეობით, გვერდს “პოლიტიკოსები 1 ლარიდან” ერთი პოსტი დასპონსორებული ჰქონდა.

"

ამ გვერდებზე და ბაკურ სვანიძის პირად კედელზე გამოქვეყნებულ პოსტებს საერთო ვიზუალური მახასიათებლები აქვს, რაც მათ ერთმანეთთან კავშირებზე მიგვანიშნებს. თავად ამ გვერდებზე ქვეყნდება იდენტური შინაარსის პოსტები მინიმალური განსხვავებებითთ ვიზუალურ დეტალებში, ასევე დამახასიათებელია ტექსტის გაფერადება, რომელიც საერთოა როგორც ამ გვერდებისთვის, ასევე ამ სტილს იყენებს თავად ბაკურ სვანიძეც მის პირად კედელზე. გარდა ამისა, ამ გვერდების პოსტებთან ბაკურ სვანიძე ინტენსიურ ინტერაქციაშია – ხშირად ტოვებს კომენტარებს და აზიარებს მათ.
""

""

ამ ჯგუფებისა და გვერდების გარდა “მითების დეტექტორმა” გამოავლინა 14 ყალბი ანგარიში, რომლებიც “მითების დეტექტორის” პუბლიკაციების ქვეშ “პატრიოტთა ალიანსის” უჭერდნენ მხარს.

ბაკურ სვანიძის შესახებ

ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ღიად ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემველი პოსტებით გამოირჩევა, ასევე არის ღიად პრო-რუსული, კრემლთან დაკავშირებული გამოცემის “საქართველო და მსოფლიო” ავტორი. “საქართველო და მსოფლიოს” შპს “ისტორიული მემკვიდრეობა გამოსცემს, რომლის საბჭოს წევრიც რუსეთში მოღვაწე ალექსანდრე ჭაჭიაა. 2014 წლის 13 თებერვალს, ალექსანდრე ჭაჭია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მეგობრობის განმტკიცებისა და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისთვის, მეცნიერული და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

"

სვანიძე “მედიის განვითარების ფონდის” ანტიდასავლური პროპაგანდის კვლევებსა და “მითების დეტექტორის” პუბლიკაციებში ხშირად ფიგურირებს. მაგალითისთვის, ბაკურ სვანიძე 1937 წლის სტალინურ რეპრესიებსაც ამართლებდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბაკურ სვანიძე პარტია “მემარცხენე ალიანსის” ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.

ბაკურ სვანიძე: “მამაჩემი 1937-38 წლების სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის წევრების მოთქმა-გოდებები“…“მამაჩემი 1937 წელს წაიყვანეს და აღარ მინახავს“ ჩემი მამიკო ტირანის უდანაშაულო მსხვერპლი“ და ა.შ. არადა, სინამდვილეში იცით 1937-38 წლებში ვინ დააპატიმრეს და გადაასახლეს ან დახვრიტეს? ხშირ შემთხვევაში ეს ის ხალხი იყო, ვინც მანამდე – 1933-34 წლებში თავად ხვრეტდა და აპატიმრებდა, აწამებდა და ანადგურებდა სხვა უდანაშაულოებს! ახლა რომ თავისი გამწარებული ბავშვობით გვიჩუყებენ გულს და პრივილეგიებსაც კი ითხოვენ – აქაოდა რეპრესირებულის შვილი ვარო… 37-38 წლებში, უმეტესად ბოლშევიკური ელიტის წმენდა და გადარჩევა მოაწყვეს სტალინმა და ბერიამ! დაიჭირეს, გადაასახლეს, დახვრიტეს მილიციის, ასევე უშიშროების , პლიუს ამას რაიკომების მდივნების, ასევე ფარული დამსმენების ჯგუფები!!!“

ბაკურ სვანიძე: “ჩვენს “უანგარო” სამხედრო პარტნიორს რაც შეეხება, მას ეს “ჯაველინები” და “სტინგერები” ისედაც უქმად უცდება საწყობებში. სხვათა შორის, “ძაან პატრიოტებს” მინდა შევახსენო, რომ არსებობს ასეთ ტერმინი _ “უტილიზაცია”, რაც ჩამოწერილი, უვარგისი ან ვადაგასული სამხედრო ტექნიკის განადგურებას გულისხმობს. ეს “უტილიზაცია”, რომ იცოდეთ, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მართლაც, რატომ უნდა დახარჯო ფული ამ მოძველებული სამხედრო სისტემების განადგურებაში, თუკი რომელიმე დაგოიმებული “პარტნიორის” ხარჯზე ამით ფულის გაკეთება შეგიძლია?! რა თქმა უნდა, ცალკე სალაპარაკოა, რამდენად ულტრათანამედროვეა თავისთავად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა “სტინგერი”, რომელსაც ჯერ კიდევ ავღანეთში საბჭოთა ავიაციის წინააღმდეგ იყენებდნენ 1980-იან წლებში და რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში 70-იანი წლებიდან გამოჩნდა”.

ბაკურ სვანიძე: “ „რელურად რუსეთს ჩვენს ქვეყანაში არა რაიმე ამერიკულ-ევროპული დემოკრატიული ღირებულებები, არამედ ნატოს ტყავში გახვეული ოსმალეთის იმპერია უპირისპირდება… აბა, რატომ გვიკვირს, რომ რუსეთი, რომელიც აშკარად უფრო ჰუმანურად მოექცა 100 წლის წინათ დაპყრობილ ქართულ ტერიტორიებსა და მოსახლეობას, ვიდრე მეორე, გაცილებით აგრესიული და საშიში დამპყრობელი – თურქეთი, ახლა „ნანობს“ საკუთარ „ჰუმანურობას“ და ფიქრობს, – მოვქცეულიყავი მეც მეტოქე თურქეთივით, გამენადგურებინა ყველაფერი ქართული დაპყრობილ ქართულ მიწებზე, ამეკრძალა ქართული ენა, მომესპო მათი ეროვნულობა, ალბათ, ახლა მეც მომიბრუნდებოდნენ ქართველები და „ისტორიულ მეგობრად“ გამომაცხადებდნენ, თუ არა, ტერიტორიები მაინც უპრობლემოდ შემრჩებოდაო“.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist