პატრიოტთა ალიანსთან კოალიცია არ იქნება, მათი პოზიციები ქვეყნისთვის დამაზიანებელია — ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის გაცხადებით, ქართული ოცნება კოალიციური მთავრობის შესაქმნელად პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობას არ აპირებს. დეპუტატი ამის მიზეზად ალიანსის საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებს, რომელსაც "ქვეყნისთვის დამაზიანებელს" უწოდებს. ასე ეხმაურება ის თანაგუნდელ რეზო არველაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თუ არჩევნებში "ოცნებას" ხმები დააკლდება, პარტნიორობის შესაძლებლობას პატრიოტთა ალიანსთან ხედავს.
"არამგონია, პატრიოტთა ალიანსმა თავისი შეხედულებები საგარეო პოლიტიკაზე შეცვალოს, რასაც ჩვენ არათუ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, მგონია რომ დამაზიანებელია ქვეყნისათვის ეს პოზიცია", — განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ქართული ოცნება არ აპირებს არავისთან თანამშრომლობას კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. ვოლსკი ამბობს, რომ პარტიას გააჩნია რესურსი გაიმარჯვოს არჩევნებში და ინდივიდუალურად დააკომპლექტოს მთავრობა.
"არ ვიცი რეზო არველაძე ვისთან აპირებს თანამშრომლობას, ყოველ შემთხვევაში ქართულ ოცნებას აქვს ის რესურსი, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში და დააკომპლექტოს მთავრობა. ამ ეტაპზე არავისთან, არც პატრიოტთა ალიანსთან და არც სხვა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან არ განიხილება [კოალიცია]", — განაცხადა ვოლსკიმ.
ქართული ოცნების დეპუტატმა რეზო არველაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართულ ოცნებას მთავრობის შესაქმნელად ხმები დააკლდება, პარტნიორობის შესაძლებლობას პატრიოტთა ალიანსთან ხედავს. ამის შესახებ დეპუტატმა მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. რეზო არველაძე აკონკრეტებს, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა და პარტიასთან შეთანხმებული არ არის.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები