ნიშნავს თუ არა ბელარუსის პროტესტის მხარდაჭერა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

10
311
VIEWS

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობის მხრიდან დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, ხმების 80% მიიღო. მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ლუკაშენკოს რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევითა და ძალადობით უპასუხა.

ბელარუსში მიმდიანრე პროტესტის პარალელურად ბელარუსის ლიდერისს ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ  სოლიდარობას  და  მხარდაჭერას  ქართულ მედია სივრცესა და სოციალურ ქსელში  ღიად პრორუსული, კრემლთან დაკავშირებული აქტორები და მედია, ანტილიბერალური ჯგუფები და ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოხატავენ. ბელარუსში განვითერბული მოვლენების შესახებ 3 ძირითადი გზავნილი გამოიკვეთა:

  1. ქართული მხარე ლუკაშენკოს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების საბაბს აძლევს;
  2. დიქტატორის გაიდეალება: სოლიდარობა ლუკაშენკოს, ლუკაშენკო  წარმატებულ მმართველი და ტრადიციული იდენტობის დამცველია;
  3. ლუკაშენკოს წინააღმდეგ პროტესტი გარედან მართული პროცესია

გზავნლი 1. ქართული მხარე ლუკაშენკოს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების საბაბს აძლევს 

კრემლისტური მედია ნიუს-ფრონტი და ანტილიბერალური ჯგუფები ლუკაშენკოს მიერ საქართევლოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას და ნერგავენ შიშს, რომ საპროტესტო აქციების მხარდაჭერა ან/და ლუკაშენკოსათვის მხარდაჭერის არ გამოცხადება მას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საბაბს მისცემს.

კრემლისტური მედია ნიუს-ფრონტი საკუთარ სარედაქციო მასალაში და ნიკოლოზ მჟავანაძეზე, “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელზე დაყრდნობით ნერგავს შიშს, რომ საქართველოს მხრიდან ლუკაშენკოს მიმართ მხარდაჭერის არგამოცხადების შემთხვევაში ის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს. ხოლო, ნიუსფრონტის რედაქტორი, შოთა აფხაიძე აცხადებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებით ლუკაშენკომ საქართევლო “გადაარჩინა”. მისი მასალა tvalsazrisi.ge-მაც გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ანტილებერალური ფეისბუკ გვერდი ალტ – კლუბი აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორის და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მიერ ბელარუსში საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამოცხადების მოთხოვნა საქართველოს საფრთხეს უქმნის, რადგან ლუკაშენკოს აფხაზეთისა და ცხივალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საბაბს აძლევს. იდენტურ მოასაზრებას ავითარებს “კარჰუც

ასევე, ანტილიბერალური ფეისბუკ გვერდი  კარდჰუ და პროსახელისუფლებო გვერდი პოლიტ ბლოგი  ლუკაშენკოს ერთსა და იმავე ციტატას ავრცელებენ და ხაზს უსვამენ, რომ ის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართევლოს შემადგენლობაში აღიარებს. ფოტო აღნიშნული წარწერით ერთ-ერთმა ფეისბკ-მომხმარებელმა ჯგუფში”2020 & ივანიშვილის თანამოააზრეები” გააზიარა, წარწერით “სოლიდარობა ლუკაშენკოს”.  ასევე, ანტილიბერალური ჯგუფი  კოლხურ-იბერიული ერთობა ამ ფაქტზე აპელირებით ავითარებს მოსაზრებას, რომ ლუკაშენკოს ბელარუსის ხელისუფლებაში დარჩენა საქართველოს ინტერესშია.

გზავნილი 2. დიქტატორის გაიდეალება: სოლიდარობა ლუკაშენკოს, ლუკაშენკო წარმატებულ მმართველი და ტრადიციული იდენტობის დამცველია 

ანტილიბერალურ და კრემლთან დაკავშირებულ ფეისბუკ გვერდებთან ერთად ბელარუსის ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს სოლიდარობას გორის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” სოსო მუმლაძეც უცხადებდა. მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ბელარუსიის ლიდერის ფოტო გამოავეყნა, წარწერით “სოლიდარობა ლუკაშენკოს”, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა. გარდა ამისა, ლუკაშენკოს მხარდაჭერა ანტილიბერალურმა ფეისბუკ გვერდმა ანტი-პარადოქსმაც გამოუცხადა. ლუკაშენკოს დადებით კონტექსტში წარმოაჩენდა პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირბეული ფეისბუკ გვერდი პოლიტიკანო.

კრემლისტური ნიუს-ფრონტის მიერ გამოქვეყნებულ სამ მასალაში ლუკაშენკოს მიერ ქვეყნის წარმატებულ მართვაზე იყო საუბარი და ის  ლიბერალიზმის ალტერნატივად იყო წარმოჩენილი . “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე მის დიპლომატიასა და წარმატებულ მმართველობას უსვამს ხაზს, ნიუს-ფროტნის ერთ-ერთ მასალაში კი ბელარუსი სოროსისგან და “სოდომისტემისგან” დედაიწაზე უკანასკნელ თავისუფალ ქვეყნად არის მოხსენიებული.

ლუკაშენკოზე, როგორც ტრადიციული იდენტობის დამცველზე მინიშნებას  ნიუს-ფრონტის გარდა ანტილიბერალური ფეისბუკ გვერდები  კარდჰუ და ალფაც აკეთებენ.

3. ლუკაშენკოს წინააღმდეგ პროტესტი გარედან მართული პროცესია 

ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში გარე ძელების კვალს ხედავს საქართევლოს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, ლალი მოროშკინა, ნიუს-ფრონტი და ანტილიბერალური გვერდები.

დავით ჭიჭინაძე: „ …ეგ დაწერილი სცენარია, რომ გარე ძალა უნდა მონაწილეობდეს ამ ყველაფერში… პოლონეთი რას შვება, ჩასულია იმდენი ადამიანი, მოდი, ეგეც ვნახოთ ხო,  რუსეთი აგერ თქვენ თვითონ ნახეთ…და მოიცა, ამერიკაში რომ გამოდიან და ხოცავენ და ჟლიტავენ ერთმანეთს, რაა დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიან?!“

“ალიაში” გამოქვეყნებულ ლალი მოროშკინას ფეისბუკ პოსტის მიხედვით, ავტორი კონსპირაციის თეორიებს ავითარებს და აცხადებს, რომ ლუკაშენკოს კოვიდთან წარმატებული გამკლავება არ აპატიეს.ის ქვეყანაში პროტესტისას დაშავებულ ადამიანებს “ფსევდოლიბერალურ მანქანის” მსხვერპლებად მოიაზრებს და არა ლუკაშნეკოსი. ნიუს-ფრონტი-ის მასალის თანახმად კი, ქართველი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ბელარუსში რევოლუციის მოსაწყობად ჩავიდნენ.

3

tvalsazrisi.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის თანახმად,  ამ ონლაინ გამოცებისა და ნიუს-ფრონტის ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი ამტკიცებს, რომ ბელარუსში ნატო-ს ჯარების შეჭრის რეალური საფრთე დგას.

5

კარდჰუ და ნიუს-ფრონტი ციტირებდნენ ლუკაშენკოს განცხადებას, თითქოს ბელარუსის პროტესტი უცხოეთიდანა არის მართული და ევროპულ სახელმწიფოებთან არის დაკავშირებული.

9


 

მასალა მომზადდა Crowdtangle-ის ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით

დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელორუსი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist