ირაკლი კობახიძე - კოალიციის შექმნაზე წითელი ხაზები „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და „პატრიოტთა ალიანსთან“ არის გავლებული

კოალიციის შექმნაზე წითელი ხაზები „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და „პატრიოტთა ალიანსთან“ არის გავლებული, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„2020 წლის არჩევნებზე მიზანი გვაქვს, 50%-ს ავცდეთ. ყველა სხვა პარტია, ძირითადი ოპოზიციური პარტიების გარდა, 10% ვერ აიღებს. დღევანდელი მოცემულობა ასეთია. შეიძლება ჩამოყალიბდეს ბევრი სხვა პარტია და აქეთკენ უბიძგებს, ბუნებრივია, ადამიანებს ნულოვანი ბარიერი, თუმცა ჯამური შედეგი დღევანდელი მოცემულობით 10%-ს ვერ აცდება. სწორედ ამ გათვლით ვამბობ, რომ შესაძლებელია ამ 10%-ის ფარგლებში ლავირება და თუ მინიმუმ 45%-იანი შედეგი ექნება „ქართულ ოცნებას“, მაშინ იქნება საუბარი კოალიციის ფორმირებაზე. დანარჩენი იქნება ათვისებული შესაბამისი პარტიების მიერ - ასეთი ანალიზის საშუალებას გვაძლევს დღევანდელი სპექტრი. ღმერთმა ქნას ისე, რომ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჩაანაცვლონ დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოებები - არ მინდა დავასახელო რომელიმე, თითოეული პარტია კონკურენტია და არ მინდა რომელიმე დადებითად ან უარყოფითად შევაფასო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იქნება ის პრინიციპები, რომელზეც აგებულია ჩვენი საქმიანობა ანუ ძირითადი მიმართულებები დაწყებული საგარეო დასრულებული საშინაო პოლიტიკით. ეს იქნება ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას თუმცა არის წითელი ხაზები და ამ წითელ ხაზებთან არის დაკავშირებული კონკრეტულ პარტიებთან კოალიციის შექმნის შესაძლებლობა. მე ვთქვი ვისთან არ ვითანამშრომლებთ ან და ვისთან იქნება შეუძლებელი კოალიციის ჩამოყალიბება, დანარჩენებზე აქცენტს არ გავაკეთებ, არც ხაზარაძის პარტიაზე, არც მეორეზე, არც მესამეზე, არც მეოთხეზე ვნახოთ, დანარჩენ სივრცეში ლავირება არის შესაძლებელი. ამაზე მსჯელობა გვექნება არჩევნების შემდეგ, ვნახოთ რა შედეგი დადგება და საჭირო იქნება თუ არა კოალიციის შექმნა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს