იწვევს თუ არა პირბადის ტარება კანის ბაქტერიულ და სოკოვან დაავადებებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

183
VIEWS

5 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Nina Marji-მ საჯარო ფეისბუკ ჯგუფში “კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌”  პირბადის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორი აზიარებს ციტატას, რომლის თანახმად, პირბადის ტარების გამო ბავშვებს ბაქტერიული ინფექციური დაავადებები უვითარდებათ და სახეზე გამონაყარი უჩნდებათ; ნიღბის ხანგრძლივი ტარებით შექმნილ თბილ, ნოტიო გარემოში კი ბაქტერიები ვითარდება.  8 საათის მაძილზე ტარების შემდეგ კი პირბადის ზედაპირზე ბაქტერიებისა და ობის კოლნიები აღმოაჩინეს. ფეისბუკ მომხმარებლის თანახმად, წარმოქმნილი ბაქტერიები ფილტვებში გადადის და გრძელვადიან შედეგებს იწვევს. პოსტს სამი ფოტო ახლავს, რომელთაგან ორზე კანზე გამონაყრის მქონე ბავშვია გამოსახული, მესამე ფოტო კი გერმანულნოვანი ლაბორატორიული კვლევის შედეგებია, რომლის თანახმადაც პირბადის შიდა ზედაპირე ბაქტერიები და სოკოები აღმოჩნდა. პოსტში მითითებული ბმული, რომელიც ავტორს საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად აქვს მოყვანილი, არ მუშაობს და ამდენად, წყაროს გადამოწმება შეუძლებელია.

"

მტკიცება, თითქოს პირბადის ტარება ბაქტერიულ და სოკოვან კანის დაავადებას იწვევს და ბაქტერიები შესაძლოა ფილტვებზეც გავრცელდეს, მცდარია. ინფექციონისტებისა და დერმატოლოგების თქმით,  ჰიგიენური წესების დაცვით პირბადის ტარება ბაქტერიების და სოკოების გამრავლებას არ იწვევს. გარდა ამისა, თანდართული ფოტოები მანიპულაციურია, მართალია ის კანის დაავადებას ასახავს, მაგრამ პანდემიამდე 2009 და 2017 წელს არის გადაღებული და კორონავირუსიის პრევენციის მიზნით პირბადეების ტარებასთან კავშირი არ აქვს. 

ინფექციონისტებისა და დერმატოლოგების თქმით, პირბადის ტარება ჰიგიენური წესების დაცვით ბაქტერიების და სოკოების გამრავლებას და ადამაინის დაინფიცირებას არ იწვევს 

ინფორმაცია, თითქოს პირბადის ტარება ბაქტერიულ და სოკოვან დაავადებებს იწვევს  Associated press-ის, Reuters-ის და Poynter-ის ფაქტ-ჩეკერებმა გადაამოწმეს.

Associated press-ის  მასალაში ინფექციური დაავადებების სპეციალიტსის, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორის დავიდსონ ჰამერის კომენტარია წარმოდგენილი. მისი თქმით,  არ არსებობს მტკიცებულება, რომ პირბადის ტარება ზედა ან ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებს იწვევს.

ჰამერის თანახმად, პირბადეზე ბაქტერიების გამრავლება თეორიულად შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი უკვე დანესტიანებულ და ბაქტერიებითა და სოკოებით დაინფიცირებულ პირბადეს გაიკეთებს, რაც პრაქტიკაში წარმოუდგენელი და არალოგიკურია.

Reuters-თან ინტერვიუში დოქტორი თომას ნაში, ინფექციური დაავადების სპეციალისტი ნიუ-იორკის პრესბიტარიულ ჰოსპიტალში, აღნიშნავს რომ: “ერთადერთი, რაც ნიღაბზე ხვდება იმ ადამიანის ამონასუნთქია, რომლიც მას ატარებს, თუ ადამიანი ჯანმრთელია მისი ამონასუნთქი სოკოს არ შეიცავს”.

ასევე, ექიმები აცხადებენ, რომ  ნიღბის ჩვეულებრივი მოხმარებისას კანის დაავადების განვითარების შესახებ მტკიცებულება არ არსებობს.

დოქტორი ივი ლი, კალიფორნიელი სერტიფიცირებული დერმატოლოგი, აცხადებს, რომ თუ კანი დაზიანებულია, ის შესაძლოა გახდეს ბაქტერიის ან ვირუსის წყარო და მეორადად ინფექციის განვითარების შანსი არსებობს. სხვა სპეციალისტების მსგავსად ისიც აღნიშნავს, რომ ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად ჰიგიენის დაცვა და პირბადის ცვლაა აუცილებელი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე დერმატოლოგი ანა ჩიენი ხსნის, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი პირბადემ სახის კანის დაზიანება და გამონაყარი გამოიწვიოს. მისი თქმით, ადამიანებს, რომელებსაც კანის პრობლემები აქვთ, მაგალითად, ატოპიური დერმატიტი, აკნე ან ალერგია, შესაძლოა პირბადის მოხმარებისას სახის კანი გაუღიზიანდეთ. ის აღნიშნავს, რომ კანი ცხვირის, პირის და ნიკაპის გარშემო სენსიტიურია. კანის პრობლემების შემთხვევაში პირბადის ქსოვილსაც აქვს მნიშვნელობა და მთავარი რეკომენდაცია პირბადის ხშირი გამოცვლაა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პირბადის გამოყენებისას აუცილებელია ჰოგიენური ნორმების დაცვა და პირბადის ხშირი ცვლა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, თუ ადამიანი ერთიდაიმავე პირბადეს დიდი ხნის მანძილზე იყენებს, შესაძლოა მიკროორგანიზმები ქსოვილზე განვითარდეს.

CDC-ის რეკომენდაციის მიხედვით, ადამიანმაა პირბადე უნდა მოიხსნას სახლში დაბრუნებისას და თუ მრავალჯერადი გამოყენების პირბადით სარგებლობს, ხელახალ გამოყენებამდე ის უნდა გარეცხოს.

კანის დაავადების მქონე ბავშვის ფოტოები პანდემიამდეა ატვირთული და პირბადის ტარებასთან კავშირი არ აქვს

პოსტზე თანდართული ფოტოების Reverse image search-ით გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ფოტოებს, რომლებზეც სახის კანზე გამონაყირის მქონე ბავშვია გამოსახული, პირბადის ტარებასთან კავშირი არ აქვთ. პირველი ფოტო ინტერნეტში 2009 წლიდან იძებნება და კანის ბატერიულ დაავადებას იმპეტიგოს აღწერს.

"

მეორე ფოტოზეც იგივე დაავადების სიმპტომია გამოსახული და google-ში 2017 წელს Getty image-ის რესურსებში იძებნება.

"

სქრინი საკმარის ინფორმაციას არ გვაწვდის და მტკიცებულებად არ გამოდგება.

მესამე ფოტოზე გერმანულენოვანი ლაბორატორიული ანალიზის შედეგებია მოცემული. ფოტოს თანახმად, გერმანულმა ლაბორატორიამ Labor für Mikrobiologie & Hygiene -მ გამოყენებული პირბადის ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა. შედეგების თანახმად, მასზე ბაქტერიებისა და სოკოს კოლონიები აღმოჩნდა. თუმცა, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგი პირბადის მავნე ზიანის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, რადგან არ ჩანს რამდენი ხნის განმავლობასი და რა პირობებში გამოიყენებოდა გამოკვლეული პირბადე, ასევე, ჯანმრთელი იყო თუ არა ის ადამიანი, რომელიც მას ატარებდა.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist