ახალი ამბები

პარლამენტთან ოპოზიცია შეიკრიბა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად [Live]

8 ნოემბერი, 2020 • 1284
პარლამენტთან ოპოზიცია შეიკრიბა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად [Live]

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.

დემონსტრანტების პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ. ადევნეთ თვალი „ნეტგაზეთის“ პირდაპირ ეთერს აქციიდან.

ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელმაც, ოფიციალური შედეგებით, საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და აცხდებს, რომ პარლამენტში არ შევლენ.

თბილისში აქციას ყველა პარტია უერთდება, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, რომელიც აცხადებს, რომ ცალკე აქციებს გამართავს.


7 ნოემბერს აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა პოლიტიკურ პროცესებზე განცხადება გაავრცელეს. მათ, ერთი მხრივ, პროტესტისას პანდემიის თანმდევი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას გაუსვს ხაზი, მეორე მხრივ კი – არჩევნებზე შესაძლო დარღვევების სამართლებრივ ჩარჩოებში განხილვის მნიშვნელობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი