ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - კობახიძე კვლავ მედიას ესხმის თავს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში განვითარებული მოვლენების ფონზე "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის სამიზნე კვლავაც კრიტიკული მედია გახდა. 

"ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და მათი მედიასაშუალებების არა ჯანსაღ საქციელს, რისი თვითმხილველიც გუშინ, მთელი დღის მანძილზე გახდა ქართული საზოგადოება. 

ამ ტიპის კრიმინალზე პოლიტიკური ქულების დაწერის იაფფასიანი მცდელობა, შემთხვევის ადგილზე პოზიორობა, დამნაშავესთან უპასუხისმგებლო მოლაპარაკებების პირდაპირ ეთერში წარმოება, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების პირდაპირ ეთერში გადაცემა და აშ. პოლიტიკური თუ ჟურნალისტური ეთიკის ყოველგვარ ზღვარს ცდება.

გუშინაც, სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიურად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული მოქალაქეები, მეორე მხარეს იდგნენ, ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები. არანაკლებ შემაშფოთებელია მათი, დღევანდელი გაწბილებული კომენტარები 43-ივე მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს 31 ოქტომბერს საზოგადოების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა."თქვა პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ გუშნ კობახიძემ "მთავარი არხი" "გლავკანალად", ხოლო ტვ პირველი "პერვი კანალად" მოიხსენია და თქვა, რომ მათ საქმიანობაში სისხლის სამართლის ნიშნებს ხედავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი