რუსეთი აფხაზეთის ანექსიისთვის ემზადება - კრემლის ინტერესების გამტარებელი სახიფათო "ხელშეკრულება"

გამოქვეყნდა:

საყოველთაო პანდემიის ფონზე, რუსეთი დროს არ კარგავს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისთვის ემზადება. 

რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელი პაატა გაფრინდაშვილი "მთავარ არხის" ეთერში სოხუმსა და მოსკოვს შორის გასაფორმებელ "ხელშეკრულებაზე" საუბრობს, რომლის რეალიზაციის შემთხვევაში, 3 წელში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები იურიდიულადაც რუსეთის შემადგენლობაში გადავა.

გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ხელშეკრულება იმ  პროცესის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა.

"რეალიზების შემთხვევაში, თუკი ქმედითი ნაბიჯები არ გატარდება საქართველოს ხელისუფლებისა და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, არაუგვიანეს 3 წელიწადში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია რუსეთს ფედერაციის ფიზიკურ შემადგენელ ნაწილებად ვიხილოთ", - ამბობს გაფრინდაშვილი.

რაც შეეხება იმ პირობებს, რომელიც "ხელშეკრულებაშია" ჩადებული - გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ერთერთი მთავარი პირობა "აფხაზეთის კანონმდებლობაში" ჩაწერილი, იმ შეზღუდვის მოხსნაა, რომლის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მიწისა და კერძო საკუთრების შეძენის უფლება არ აქვთ. 

გარდა ამისა, ე.წ "ხელშეკრულებაში" საუბარია, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები ენერგეტიკულ სფეროსაც შეეხება:

"გადაიხედოს და შეიცვალოს ის კანონი, რომელიც კრძალავს აფხაზეთს ტერიტორიაზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების და ენერგოობიექტების, მათ შორის ენგურჰესის გასხვისებას ...

ასევე ერთ ერთი მოთხოვნაა, რომ ჰარმონიზაციაში მოიყვანონ რუსეთის კანომდებლობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ა.შ. "სწორად მოქცევა" ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.

რაც შეეხება იმ რეაქციას რომელიც მოსახლეობაში აფხაზეთის ტერიტორიის შემადგენლობაში გადასვლას შეიძლება მოჰყვეს, პაატა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობის დიდ ნაწილს ამის სურვილი არ აქვს:

"გამორიცხული ნამდვილად არაა საკმაო მღელვარება და ეს მღელვარება უკვე დაწყებულია მათ შორის აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში. ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს ამას და მათი პოზიცია 1 წინადადებით ასეთია - ის, რისთვისაც 30 წელია ვიბრძოლეთ, ერთ დღეში არ ჩავაბარებთ და "საკუთარ ქვეყანას" არ გავყიდით. ასეთ პროცესთან გვაქვს საქმე" ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ახლა განგაშის ზარი უნდა შემოკრას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ფორმატი და მიზეზი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, გამართლებად ვერ ჩაითვლება. გაფრინდაშვილის თქმით, ახლა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს პარტნიორების მუდმივ ინფორმირებას და ამისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმუშაოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შორის შეხვედრა 12 ნოემბერს სოჭში შედგა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი