მიიტაცა თუ არა ამერიკულმა არმიამ ამერიკაში განთავსებული სერვერი ფრანკფურტში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

45
VIEWS

14 ნოემბერს ვებ-გვერდებმა Tvalsazrisi.ge და publishers.ge, ასევე ფეისბუქ-მომხმარებლებმა მაია დვალიძემ და Irakli Zakareishvili-მა აშშ-ს არჩევნების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. მათი მტკიცებით, აშშ-ს არმიამ ფრანკფურტში განთავსებული, ესპანური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Scytl-ის ოფისი დაარბია, რითაც ტრამპის ადმინისტრაციამ არჩევნების ელექტრონული სისტემების ის სერვერი ჩაიგდო ხელში, რომლის მეშვეობითაც 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დასახელებული კომპანია სოროსისა და Microsoft-ის თანამფლობელის, პოლ ალენის შვილობილი კომპანიის მიერ არის დაფინანსებული და გამოთქმულია ვარაუდი, რომ Scytl-ს ჯო ბაიდენთან და დემოკრატებთან არის დაკავშირებული.

thsts მიიტაცა თუ არა ამერიკულმა არმიამ ამერიკაში განთავსებული სერვერი ფრანკფურტში?rtjh 2 მიიტაცა თუ არა ამერიკულმა არმიამ ამერიკაში განთავსებული სერვერი ფრანკფურტში?

Tvalsazrisi.ge და Irakli Zakareishvili აღნიშნული ინფორმაციის წყაროდ კონსერვატიულ გამოცემა thegatewaypundit.com-ს ასახელებენ.

ინფორმაცია, თითქოს Scytl-მა ამერიკული არჩევნები გააყალბა და მისი  სერვერის ხელში ჩასაგდებად აშშ-ს არმიამ ფრანკფურტში სპეცოპერაცია განახორციელა, მცდარია.  კომპანია Scytle-მა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ  ყველა სერვერი, რომელიც აშშ-ს არჩევნებისთვის გამოიყენება ფიზიკურად ამერიკაში მდებარეობს. შესაბამისად, ფრანკფურტში სერვერების ხელში ჩაგდება ვერ მოხდებოდა. ამასთანავე, კომპანიის განმარტებით, მათი ელექტრონული პლატფორმა უბანზე დათვლილი მონაცემების მხოლოდ ვიზუალიზაციას ახდენს არა ხმების დათვლას. 

Scytle-მა ბრალდებები უარყო

აღნიშნული ინფორმაციის სხვადასხვა ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ კომპანია Scytle-მა განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია ფრანკფურტში არც სერვერებს და არც ფილიალს არ ფლობს, ამერიკის არმიას კი Scytle-ის არც ბარსელონას და არც სხვა ფილიალებში სპეცოპერაცია არ ჩაუტარებია. Scytle ასევე წერს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ამომრჩევლების ხმებს არ ითვლის. Scytl-ის ჩართულობა ამერიკულ არჩევნებში  4 სახის პროდუქტითა და მომსახურებით განისაზღვრება:

  1. არჩევნების ღამის შესახებ ანგარიში (ENR) – ეს არის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს იმ ხმების ვიზუალიზაციას, რომლებიც არჩევნების ადგილობრივი ოფიციალური პირების მიერაა დათვლილი. ENR საშუალებას აძლევს საარჩევნო უბნებს და ოლქებს, არჩევნების შედეგები მოქალაქეებს მრავალენოვანი, მობილური პლატფორმის საშუალებით რეალურ დროში მიაწოდონ. არჩევნების ღამეს, თითოეული საარჩევნო უბანი ხმებს მათთვის განკუთვნილი ფიზიკური მანქანების გამოყენებით ითვლის და ამ შედეგებს Scytl-ის  ENR პლატფორმაზე ტვირთავს. ყველა Scytl ENR სერვერი, რომელიც აშშ-ს არჩევნებისთვის გამოიყენება, ფიზიკურად მდებარეობს შეერთებულ შტატებშიScytl არ ითვლის და არ აჯამებს საარჩევნო ხმებს, ის მხოლოდ შედეგების ვიზუალურ რეპრეზენტაციას ახდენს
  2. ონლაინ საარჩევნო მუშაკების ტრენინგი; 
  3. ონლაინ ამომრჩეველთა ტრენინგი; 
  4. საარჩევნო ბიულეტენის ელექტრონული მიწოდება (eBD): არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფო საარჩევნო უბნებს უცხოეთში აშშ-ის მოქალაქეებსა და ამომრჩევლებს, რომლებიც ფიზიკურად ვერ ახერხებენ არჩევნებზე მისვლას, ბიულეტები უსაფრთხოდ გადასცენ. თითოეულ შტატს აქვს განსხვავებული კანონები და რეგულაციები იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია მოითხოვოს თავისი ბიულეტენი ამ სისტემის მეშვეობით და როგორ შეიძლება ამ ბიულეტენის დაბრუნება. ყველა სერვერი, რომელიც აშშ-ის არჩევნებზე eBD-სთვის გამოიყენება, ფიზიკურად შეერთებულ შტატებში მდებარეობს

რის საშუალებას არ იძლევა eBD:

  • ამომრჩეველს მიერ ხმის მიცემის ონლაინ რეჟიმში განხორციელების საშუალებას;
  • ხმების დათვლის და დაჯამების საშუალებას;

Scytle-მა ასევე განაცხადა, რომ კომპანიასთან სოროსს კავშირი არ აქვს.

ინფორმაცია, თითქოს აშშ-ს არმიამ Scytle-ის სერვერის ხელში ჩასაგდებად გერმანიაში სპეცოპერაცია განახორცელა, აშშ-ს არმიის სპიკერმაც უარყო. მას The Associated Press დაუკავშირდა, კომპანია Scytle-ის მსგავსად, სპიკერმა სპეცოპერაციის ჩატარებისა და კომპანიის სერვერების ხელში ჩაგდების შესახებ გავრცელებულ ცნობებს მცდარი უწოდა.

მცდარი ინფორმაციის აშშ-ში გავრცელება

თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია 2020 წლის 13 ნოემბერს ონლაინ  შეხვედრაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ლუი გომერტიმ ვარაუდის სახით გააჟღერა. ის ამბობდა, რომ ამერიკის სამხედრო ძალებმა ხელში ჩაიგდეს ფრანკფურტში განთავსებული კომპანია Scytl-ის სერვერები. ლუი გომერტიმ საკუთარ განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობდა.

grts 0 მიიტაცა თუ არა ამერიკულმა არმიამ ამერიკაში განთავსებული სერვერი ფრანკფურტში?

მოგვიანებით ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდებზე  კონსერვატიულმა გამოცემებმა TheGatewayPundit.com და greatgameindia.com გამოაქვეყნეს. ამ სტატიების თანახმად, ფრანკფურტში განთავსებული ესპანური კომპანიის სერვერებზე ინახებოდა მასალები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ  აშშ-ის 2020 წლის არჩევნები ნამდვილად გაყალბდა.

მცდარი ინფრომაციის  ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელება

14 ნოემბერს Tvalsazrisi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას 18 ნოემბრის მდგომარეობით 82 გაზიარება აქვს. სტატია შემდეგ ჯგუფებში გაზიარდა:ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO)ანტი-ეკუმენიზმისაქართველოს პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერთა ჯგუფიPOLITIKO.

გარდა თვალსაზრისის ფეისბუქ-გვერდისა, სტატია გაზიარდა სხვა რამდენიმე გვერდზეც: დედაქალაქიPoliTikoრესპუბლიკა.

htr 2 მიიტაცა თუ არა ამერიკულმა არმიამ ამერიკაში განთავსებული სერვერი ფრანკფურტში?

Tvalsazrisi.ge-მ იმავე თემაზე კიდევ ერთი სტატია 15 ნოემბერს გამოაქვეყნა. სტატია ფეისბუქ-მომხმარებელ მაია დვალიძის პოსტს ეყრდნობა. 18 ნოემბრის მდგომარეობით მასალას 83 გაზიარება აქვს.

reg 7 მიიტაცა თუ არა ამერიკულმა არმიამ ამერიკაში განთავსებული სერვერი ფრანკფურტში?

რაც შეეხება publishers.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას, მას 18 ნოემბერის მდგომარეობით 38 გაზიარება აქვს.

დეზინფორმაციული ცნობა ფეისბუქ-მომხმარებლებმა მაია დვალიძემ და Irakli Zakareishvili-მაც გაავრცელეს.  18 ნოემბრის მდგომარეობით მაია დვალიძის პოსტს 337, Irakli Zakareishvili-ს პოსტს კი 137 გაზიარება აქვს.

გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმეს საერთაშორისო მედიებმაც. Reuteres-მა და The Associated Press-მა მას მცდარი და კონსპირაციული უწოდეს.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist