ოპოზიცია მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას ხელს აწერს
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეკრებილი არიან, საპარალამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და ამის შესახებ განცხადებას ხელს საჯაროდ აწერენ.
ოპოზიციური პარტიებიდან ადგილზე არ არის ალეკო ელისაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არც პარლამენტში შედის და არც განცხადებას აწერს ხელს.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მემორანდუმი არის სამი ნაწილისგან შემდგარი და შემდეგი შინაარსის:
"პირველი არის ხელმოწერილი დოკუმენტი იმ დეპუტატების მიერ, რომლებიც დე-ფაქტო შესული არიან პარლამენტში, ანუ მათ მოაწერეს ხელი, რომ ისინი უარს აცხადებენ დეპუტატის მანდატზე, მეორე ეს გახლავთ, ასევე დე-ფაქტო პარლამენტში შესული პარტიების ხელმძღვანელი პირების ხელმოწერა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, მესამე არის სრულიად ოპოზიციური სპექტრის, როგორც ფორმალურად ბარიერგადალახული, ასევე, ფორმალურად ბარიერგადაულახავი პარტიების ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, სოლიდარობას ვუცხადებთ და ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს".
რა წერია ოპოზიციის საერთო განცხადებაში
პოლიტიკური პარტიების განცხადება საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებით
პოლიტიკური პარტიები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს-ს შედეგების მიხედვით, გადავლახეთ დაწესებული ბარიერი და მოვხვდით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მივიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა ქართული ოცნების მიერ და ის არ ასახავს ქართელის ხალხის ნებას. შესაბამისად მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენ მიერ წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები.
შეკრებილი ოპოზიცია სიტყვით გამოდის და საუბრობს, არჩევნების გაყალბებასა და დღეს პარლამენტში შეკრებილი ერთპარტიული სხდომის შესახებ. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიაკ მელიამ განაცხადა, რომ ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებები გაგრძელდება.
"დიალოგი და მოლაპარაკებები გაგრძელდება იქამდე, სანამ საჭირო იქნება და გაგრძელდება ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. რა თქმა უნდა, ფასილიტატორები მოგვიწოდებდნენ პარლამენტში შესვლისეკნ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩენი პასუხისმგებლობა დაგვავიწყდეს. დარწმუნებული ვარ ისინი დღეს უკვე უფრო მყარ მხარდაჭერას აღუთქვამენ ქართველ ხალხს", — განაცხადა ნიკა მელიამ.
ამ დროისთვის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებიან.
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
კომენტარები