26 თებერვალი - 11 მარეკი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ საქართველოში მოლაპარაკებების მედიაციის მცდელობებმა, დასავლეთის გაზრდილი აქტიურობის გამო, რუსეთის საგარეო დაზვერვის წუხილი გამოიწვია
- ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები
ქართული დიასპორა რუსეთის პრეზიდენტისგან ფრენებს ითხოვს
- ირმა ინაშვილის ბრალდებები თამარ კინწურაშვილის წინააღმდეგ
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ საქართველოში მოლაპარაკებების მედიაციის მცდელობებმა, დასავლეთის გაზრდილი აქტიურობის გამო, რუსეთის საგარეო დაზვერვის წუხილი გამოიწვია
|
|
|
|
28 თებერვალს, ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისზე მიტანილი შტურმისა და თბილისში გამართული ხელისუფლების საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტურნეს ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია. მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, ერთი მხრივ, 2019 წელს ანტი-საოკუპაციო დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევისა და აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად მიჩნევისა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარის გამო შეიქმნა, ქვეყნის მოკავშირეებისთვის შეშფოთების საგანს წარმოადგენს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თბილისში რამდენიმე შეხვედრა გამართა, ხოლო ვიზიტის დასასრულს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების პროცესის აღდგენის ინციციატივაც ითავა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა მყისიერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ისინი შეთანხმდნენ, რომ დიალოგი სხვადასხვა საკითხზე (იხ. ექვსპუნქტიანი საკითხების ჩამონათვალი) გაგრძელდება, რათა შეთანხმების მიღწევა, ბრიუსელში ასოცირების საბჭოს შეხვედრამდე მოესწროს.
საქართველოში ბევრი ელოდა, რომ შარლ მიშელი ვიზიტის გამო, რომელიც პრემიერ გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომიდან სულ რამდენიმე დღეში განხორციელდა, ახლადარჩეული პრემიერი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ფავორიტი და ოპოზიციის მწვავე, ხშირად დაუსაბუთებელი კრიტიკით ცნობილი პოლიტიკოსი - ტონს დაუწევდა და კრიზისის განმუხტვის გზების ძებნას დაიწყებდა. მართლაც, 1 მარტს, ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკების ახალი რაუნდის გამართვამდე, მიშელისა და ღარიბაშვილის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს“. „საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ნებისმიერმა ხელისუფლებამ, პასუხისმგებლიანი ლიდერობა უნდა აჩვენოს“, - განაცხადა მიშელმა და ოპოზიციას „საქართველოს ინტერესების შესაბამისად“, დიალოგში კონსტრუქციული ჩართვისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ღარიბაშვილი მიესალმა ინიციატივას და განაცხადა: „ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება“. პრემიერმა ოპოზიციასთან შეხვედრის, სიტუაციის დეესკალაციისა და კონსტრუქციული დიალოგისთვის ქართული ოცნების მზაობა დააფიქსირა. იმავე დღეს ევროკავშირის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც დეკემბრის დასაწყისიდან გაყინული იყო, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა „კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ წარიმართა და მხარეები „დიალოგის გაგრძელებაზე“ შეთანხმდნენ. თუმცა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ქვეყნიდან წასვლიდან მალევე, პრემიერი ოპოზიციის კრიტიკას დაუბრუნდა და 2 მარტს გამართული მცირემასშტაბიანი აქცია შეაფასა როგორც „ანტი-სახელმწიფოებრივი“ და „დესტრუქციული“. ამასთან, დასძინა, რომ მოლაპარაკებებში ვადამდელი არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ წითელ ხაზს წარმოადგენს.
6 მარტს, ტვ პირველის ეთერში ფარული აუდიო ჩანაწერები გავიდა, რომელშიც პრემიერი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი (BERA), არაფორმალური მმართველის შვილი ფიგურირებდნენ და BERA-ს მუსიკალური კარიერის კრიტიკის ჩასახშობ გზებს განიხილავდნენ. უცნობია, აღნიშნული ჩანაწერები თუ როდისაა გაკეთებული. მასში BERA ანზორ ჩუბინიძეს, 2014 წლიდან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების დასჯის დავალებას აძლევდა. როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, აღნიშნულის შესახებ, პრემიერმა ღარიბაშვილმაც იცოდა (ის პრემიერის პოსტს 2013-2015 წლებშიც იკავებდა) და BERA-ს გადაწყვეტილებას უწონებდა. ფარული აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებამ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პრემიერის გადადგომა მოითხოვა. მოგვიანებით, სახელისუფლებო ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში, BERA-მ ჩანაწერების ავთენტურობა არ უარყო და განაცხადა, რომ საკუთარი ოჯახის წევრების შეურაცხყოფას ის არ შეურიგდებოდა და მათ დასაცავად მომავალშიც ყველაფერს გააკეთებდა.
ბრიუსელში ასოცირების საბჭოს შეხვედრამდე, რომელიც 16 მარტისთვისაა ჩანიშნული, შარლ მიშელმა, საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მედიატორად, ქრისტიან დანიელსონი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის ყოფილი გენერალური დირექტორი დანიშნა. დანიელსონი, რომელიც მაღალი რანგის დიპლომატია, ევროკავშირის მედიაციით გამართულ დიალოგში ჩაერთვება და მხარეებს გამოსავლის პოვნაში დაეხმარება.
დასავლეთის გააქტიურებასა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების შუამავლობით კრიზისის მოგვარების კონტურების გამოკვეთას, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინი 9 აპრილს ”დროული” პრესრელიზითგამოეხმაურა. ნარიშკინმა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით პოზიციას იშვიათად აფიქსირებს, ამჯერად განაცხადა, რომ “ბოლო დროს ვაშინგტონში მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მოქმედებების გამო უკმაყოფილება იზრდება, ქართული ოცნება თავს არიდებს ამერიკული მოთხოვნების უპირობოდ შესრულებას”, და აღნიშნა, რომ „თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან, რომ "მეოცნებეები" სრულიად არ ასრულებენ მითითებას - უპირობოდ მიჰყვნენ ევროინტეგრაციის კურსს“. ხოლო „საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, დაიწყონ სისტემური მუშაობა ოპოზიციის მხარდასაჭერად და ამავდროულად ძირი გამოუთხარონ ქართული ოცნების პოზიციას.“ ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ევროპელ პარტნიორებს აშშ ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად განაწყობს“ და „ვაშინგტონი გასაგებს ხდის საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თბილისთან მიმართებაში თეთრი სახლის შემდგომი დამოკიდებულება განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის მზაობით, ზუსტად მიჰყვეს ამერიკულ მითითებებს“.
|
|
|
|
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები
|
|
|
|
ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრამდე სამი დღით ადრე ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „სასამართლომ“ საქართველოს მოქალაქეს, გენადი ბასტიევს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა (იგი 2019 წელს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავა). ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში განლაგებული რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და შეშფოთება გამოხატა.
სუს-ის მიხედვით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო. თავის მხრივ, ოკუპაციური რეჟიმის წარმომადგენელი „შესაბამისი რეაგირებით“ დაიმუქრა, თუ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, იციან თუ არა სად გადის ე.წ. „საზღვარი“, მისი „დარღვევით“, „პროვოკაციულ“ ქმედებებს განაგრძობდნენ. ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ შეხვედრაზე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ უისტაში არსებული საქართველოს „უკანონო“ ბლოკპოსტის საკითხი წამოჭრა; მას „სერიოზული დაძაბულობის კერა“ უწოდა და მისი დემონტაჟი მოითხოვა. ქართულმა მხარემ განმარტა, რომ აღნიშნული საგუშაგო პოლიციის სტანდარტული პოსტია, რომლის მიზანიც უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობაა.
მორიგი მნიშვნელოვანი განვითარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვესთან მოსკოვში გამართული შეხვედრა იყო. მხარეებმა 2021-2022 წლების საკონსულტაციო გეგმას მოაწერეს ხელი, რომლის მიზანიც საგარეო საქმეებში მოსკოვისა და სოხუმის კოორდინაციაა, რათა აფხაზეთთან ეფექტური და სისტემური თანამშრომლობა იქნეს უზრუნველყოფილი. ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და აფხაზეთმა თანამშრომლობა 2020 წელს სოჭში ვლადიმერ პუტინსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით უნდა გააგრძელონ (ეს შეთანხმება აფხაზეთის ანექსიისთვის რუსეთის მზადებადაა შეფასებული).
კოვეს ლავროვთან შეხვედრის პარალელურად, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია და დე ფაქტო პრემიერი ანქვაბიც მოსკოვში იმყოფებიან სამედიცინო მიზნებით. მათ არ ყოფნაში, აფხაზეთში შიდა დაპირისპირებაა - ადგილობრივმა პრორუსულმა ოპოზიციამ სოხუმში 2 მარტს აქცია გამართა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას საქართველოში ვიზიტს აპროტესტებდნენ. ოპოზიციის მტკიცებით, კვირაიას მისია საქართველოსთან ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება იყო. ოპოზიციამ ბჟანიას ეროვნული ინტერესების ღალატში დასდო ბრალი და ე.წ. პარლამენტში საქართველოსთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების აკრძალვის განხილვა მოითხოვა. თავის მხრივ, ბჟანიამ განაცხადა, რომ კვირაია მისი თანაშემწე აღარ იყო და მისთვის არც საქართველოსთან მოლაპარაკება დაუვალებია. თავად კვირაიამ კი განაცხადა, რომ ის საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად იმყოფებოდ და ამას მომავალშიც გააკეთებდა. ბჟანია „ქართული ინტერესების“ გატარებაში დადანაშაულებისა და დისკრედიტაციის გამო სამართლებრივი ქმედებით დაიმუქრა.
აღსანიშნავია, რომ ბჟანიას ყოფილი თანაშემწე და დონბასში მებძროლი ახრა ავიძბა, რომელიც 2 მარტს გამართულ აქციაში მონაწილეობა, დააკავეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“ იტყობინება, ავიძბას დაკავება აფხაზეთში შემდგომი მოვლენების კატალიზატორი იქნება - ის ან აფხაზეთის მოქმედი დე ფაქტო მთავრობის შეცვლას გამოიწვევს ან 11 მარტისთვის დაგეგმილი გადატრიალების ჩახშობას.
9 მარტს, ე.წ. „პარლამენტის დეპუტატებთან“ შეხვედრის შემდეგ ბჟანიამგანაცხადა, რომ ის მზადაა უარი თქვას ე.წ. „საგარეო უსაფრთხოების კონცეფციაში“ არსებულ ფორმულირებაზე - „მრავალდონიანი მოლაპარაკება საქართველოსთან“. ამავდროულად, რუსეთი აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალაშეჰყავს.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
პროსამთავრობო ტროლები დასავლეთის წინააღმდეგ. ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ)” ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ მითების დეტექტორმა 41 ტროლი გამოავლინა. ისინი ავრცელებდნენ მთავრობის მხარდამჭერ და ოპოზიციის საწინააღმდეგო გზავნილებს, ასევე დასავლელ პარტნიორებთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელ კომენტარებს ტოვებდნენ და დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებდნენ. ტროლ-ანგარიშები და ანტი-ოპოზიციური ფეისბუქ გვერდები აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრას იხსენებდნენ და მას თბილისში 2019 წლის 20-21 ივნისის პროტესტს ადარებდნენ. გზავნილები, რომლებსაც ისინი სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ საკმაოდ მსგავსი იყო იმ ნარატივების, რომლებიც სამთავრობო ექსპერტებისა და კრემლის აქტორების მიერ გაჟღერდა. მათ სამიზნეს პერსონალურად წარმოადგენდა ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ლიეტუვის ელჩი საქართველოში და ლიეტუველი დეპუტატი ჟიგიმანტას პავილიონისი, ამ უკანასკნელს ბრალს სდებდნენ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირების ქონასა და მათი ინტერესებით მოქმედებაში. დეტალები იხილეთ აქ და აქ.
|
|
|
|
დეზინფორმაცია საქართველოს ყოფილ პრემიერზე. 26 თებერვალს, კრემლის ონლაინ გამოცემა News Front Georgia-ს რედაქტორმა გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საფრანგეთის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან კრისტოფ კასტანერთან ერთად მოსკოვს ესტუმრა. პოსტს თან ერთვოდა ძველი ფოტო, რომელზეც გახარია და კასტანერი 2019 წელს აღბეჭდილი არიან საქართველოში და არა რუსეთში. შოთა აფხაიძის ფეისბუქ პოსტი გააზიარეს ონლაინ გამოცემებმა alia.ge და taonews.ge. იმავე დღეს, როდესაც პოსტი გამოქვეყნდა, გიორგი გახარიას თბილისში გადაღებული ფოტოც გავრცელდა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მოსკოვს ეწვია. მითების დეტექტორი მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს სოფიო მდინარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად იმისა, რომ გადადგომის შემდეგ გიორგი გახარიას წინააღმდეგ აქტიურ დისკრედიტაციის კამპანიას ადგილი არ ჰქონია და რამდენიმე ფეისბუქ ჯგუფი მის მხარდასაჭერადაც შეიქმნა, მითების დეტექტორმა 16 ტროლი გამოავლინა, რომლებიც ყოფილ პრემიერს აკრიტიკებდნენ და მის გადადგომას ოპოზიციასთან გარიგებად აფასებდნენ.
|
|
|
|
ჯო ბაიდენის გაყალბებული ციტატა. 23 თებერვალს ყალბმა ფეისბუქ პროფილმა საჯარო ფეისბუქ ჯგუფებში აშშ-ის პრეზიდენტის ფოტო შემდეგი ციტატით გაავრცელა: “ჯო ბაიდენი: დღეს საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს დაანახა დემოკრატიის ნამდვილი მაგალითი!!! ეს ერთი და სხვა მრავალი…”. გარდა ამისა, იმავე ფეისბუქ პროფილის მიერ კიდევ ერთი ციტატა გამოქვეყნდა: “ჯო ბაიდენი: თუ ბოლომდე აღადგინა ღარიბაშვილმა სამართალი, ევროპისკენ გზა ხსნილია!!!” რეალურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი გამოეხმაურნენ ნიკა მელიას დაკავებას და წუხილი გამოთქვეს მომხდარზე, თუმცა ჯო ბაიდენს ზემოხსენებული განცხადებები არ გაუკეთებია. ფეისბუქ პროფილი, რომელმაც გაყალბებული ციტატა გამოაქვეყნა, იდენტობას მალავს, მისი გარეკანის ფოტოს, პოსტებისა და მოწონებული გვერდების გათვალისწინებით კი, ის პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
|
|
|
|
საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროს პროსამთავრობო აქტორები 2019 წლის აუდიო ჩანაწერს ავრცელებენ
|
|
|
|
2021 წლის 25 თებერვალს ქართულმა პრო-სამთავრობო მედია POSTV–მ და ფეისბუქ გვერდებმა გააზიარეს 2019 წელს რუსულ საინფორმაციო პლატფორმა TASS-ზე გაჟონილი აუდიომასალა, სადაც პარტია დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ესაუბრება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს კონსტანტინ კოსაჩოვს. ჩანაწერში ბურჯანაძე და კოსაჩოვი განიხილავენ 2019 წელს საქართველოში სერგეი გავრილოვის ვიზიტს, რომელსაც მწვავე პროტესტები მოყვა მთელ ქვეყანაში. ბურჯანაძე უბოდიშებს კოსაჩოვს იმის გამო, რაც მოხდა გავრილოვის ვიზიტის დროს და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ პროტესტებს ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფად აფასებს.
ნინო ბურჯანაძე ქართულ პოლიტიკაში ცნობილია რუსეთისადმი მისი სიმპატიებით. თუმცა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა პროდასავლურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების შედეგებს და მმართველ პარტიას არჩევნების პროცესში დარღვევების გამო, ბურჯანაძე შეუერთდა ოპოზიციური პარტიების კოალიციას და არ შევიდა პარლამენტში.
საინტერესოა, რომ ზემოაღნიშნული აუდიო ჩანაწერი TASS-მა თავდაპირველად 2019 წლის 6 დეკემბერს გამოაქვეყნა, ხოლო POSTV–მ იგი 2021 წლის 25 თებერვალს გაავრცელა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დროს.
ზემოაღნიშნული აუდიო ჩანაწერი გაზიარდა POSTV–სა და პროსამთავრობო ფეისბუქ გვერდებზე რამდენიმე წუთიანი ინტერვალით, რაც მათ შორის შესაძლო კოორდინაციაზე შეიძლება მიუთითებდეს. სრული კვლევაიხილეთ აქ.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
ქართული დიასპორა რუსეთის პრეზიდენტისგან ფრენებს ითხოვს
|
|
|
|
ონლაინ მედიასაშუალება რადიოთავისუფლებას ცნობით, მოსკოვში არსებული ქართული დიასპორის ორგანიზაციის - „რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ წერილობით მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და სთხოვა საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. ცეცხლაძე პუტინს სწერს, რომ „კორონავირუსული ინფექციის პანდემიასთან ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, რუსეთის მოქალაქეებს საზღვრებს უხსნის სულ უფრო მეტი ქვეყანა.“ რუსეთში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჯანმო-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით კი, ეს ინფორმაცია არ შეიძლება მართებულად ჩაითვალოს. ამასთან, საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლის უფლება 1-ლი მარტიდან მისცა. რუსეთის მთავრობამ 2019 წლის ივლისიდან შეაჩერა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, რის მიზეზადაც 20 ივნისს განვითარებული მოვლენები დაასახელა.
|
|
|
|
ირმა ინაშვილის ბრალდებები თამარ კინწურაშვილის წინააღმდეგ
|
|
|
|
პრორუსული პოლიტიკური პარტიის ”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, რომლის საქმიანობასა და კომენტარებზეც აქტიურად ვახორციელებდით მონიტორინგს ჩვენი წინა მოხსენებების ფარგლებში, ამჯერად გადაწყვიტა, გაეკრიტიკებინა თამარ კინწურაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში. ინაშვილმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლის ფარგლებშიც თამარ კინწურაშვილი დაადანაშაულა აგენტურ საქმიანობასა და უცხოური ფინანსური დონორების არსებობაში. მისი აზრით, ქალბატონი კინწურაშვილი ემსახურება კონკრეტული პარტიების ინტერესებს და თრგუნავს განსხვავებულ აზრებს, მისი და მისი ფავორიტი პარტიისთვის მიუღებელი პირების რუსეთის აგენტებად გამოცხადების მეშვეობით. მისი ბრალდებები უფრო შორს წავიდა, იგი ამტკიცებდა, რომ MDF-ის დირექტორი მიზანმიმართულად ეძებდა “აგენტებს”, რათა არ შესწყვეტოდა დაფინანსება უცხოური ორგანიზაციებიდან. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინაშვილის პოსტს არ გააჩნია დეტალური განმარტება, რომელიც გამყარებული იქნებოდა ფაქტებით. ზემოხსენებული ბრალდებები გამომდინარეობს მხოლოდ მისი პირადი განწყობიდან, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია მისი ძმისშვილის მედია-პროექტთან, რომელიც ქალბატონმა კინწურაშვილმა დაბლოკა. “არჩევნების დროს ჩემი ძმისშვილი მიჭერდა მხარს და ჩემს პოსტებს აზიარებდა. ჰქონდა პატარა მედია- პროექტი და სრულ ბლოკირებაში მოაქცია.” - წერია ინაშვილის პოსტში
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოებამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, ეფექტური ნაბიჯები გადადგას, რათა აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგი დაიწყოს. მათი მტკიცებით, მას შემდეგ რაც ბჟანია აფხაზეთის ლიდერი გახდა, სოხუმმა თბილისთან პირდაპირ დიალოგზე მათი მზაობის შესახებ საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა. მეტიც, სოხუმს მინიშნებები აქვს გაკეთებული დიალოგის პოტენციურ სფეროებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, გადაადგილების თავისუფლება და ა.შ. სამოქალაქო საზოგადოების წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობასაც არაერთხელ განუცხადებია მისი სურვილი, დაიწყოს დიალოგი და, შესაბამისად, ამ მხრივ ეფექტური ნაბიჯები გადადგას. ამასთან, სამოქალაქო საზოგადოებამ გამოხატა მზაობა, მოლაპარაკების პროცესს თავისი გამოცდილებითა და რესურსებით მხარი დაუჭიროს.
|
|
|
|
საქართველო გზაგასაყარზე - დროა დასავლეთი მტკიცედ შეეწინააღმდეგოს მოკავშირის დაკარგვას აღმოსავლეთ საზღვარზე
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სამწუხაროა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, საქართველოს კურსი საჭიროებს გამოსწორებას. საერთაშორისო ექსპერტების საზოგადოება აქვეყნებს ღია წერილს საქართველოში განვითარებული მოვლენების თაობაზე. ღია წერილი მიზნად ისახავს წაახალისოს საქართველოს პოლიტიკური ელიტები და მათ მოუწოდოს კანონის უზენაესობის დაცვისკენ, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის თანასწორობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფისაკენ. წერილი ასევე მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ჩარევისაკენ, რათა ხელი შეუწყონ თავისუფლებას და შეაჩერონ ავტორიტარული ნაბიჯები, მოითხოვონ კანონის უზენაესობის სრული პატივისცემით არსებული პოლიტიკური დაპირისპირების გადაჭრა ჭეშმარიტი პოლიტიკური დიალოგის გზით. ღია წერილის სრული ვერსია იხილეთ აქ.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|