ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანიას მიაჩნია, რომ “ქართულ ინტერესებში” მისი დადანაშაულებისთვის უნდა დაისაჯონ

5 მარტი, 2021 • 728
ბჟანიას მიაჩნია, რომ “ქართულ ინტერესებში” მისი დადანაშაულებისთვის უნდა დაისაჯონ

“პრეზიდენტის პატივი და ღირსება კანონით არის დაცული. დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი შეურაცხყოფა და დაუსაბუთებელი ბრალდებები სახელმწიფოს მეთაურის მიმართ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მიიღებს გენერალური პროკურატურის მხრიდან”, – წერია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც აფხაზეთის სახალხო მოძრაობის 2 მარტის განცხადების საპასუხოდ გავრცელდა.

აფხაზეთის სახალხო მოძრაობა აცხადებდა, რომ ბჟანიამ წითელი ხაზი გადაკვეთა, რომელიც მას არ აძლევს მორალურ უფლებას, აფხაზეთის კონსტიტუციის შესაბამისად, შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება, რადგანაც ეროვნულ ინტერესებს უღალატა.

საუბარია ბჯანიას ყოფილი თანაშემწისა და ბიზნესმენის, ბენურ კვირაიას საქართველოში კერძო ვიზიტზე, რომელიც აფხაზეთის სახალხო მოძრაობისა და ოპოზიციური ძალების მტკიცებით, დე ფაქტო პრეზიდენტის “ქართულ ინტერესებს” უკავშირდებოდა. აღნიშნულ საკითხზე სოხუმში 2 მარტს საპროტესტო აქციაც გაიმართა.

“საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად ვიყავი, კიდევ წავალ” – ბჟანიას ყოფილი თანაშემწე

მასალების გადაბეჭდვის წესი