ტროლი Gagua მარადონას ფოტოთი ბაიდენის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

30
VIEWS

23 თებერვალს ფეისბუკ ანგარიშმა Dato Gagua-მ ჯგუფებში “კახა კალაძე თბილისის მერი“ და “ ‘მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია” ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ფოტო გააზიარა, რომელსაც თან ახლდა ციტატა: “ჯო ბაიდენი: დღეს საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს დაანახა დემოკრატიის ნამდვილი მაგალითი!!! ეს ერთი და სხვა მრავალი…”

 

;;

გარდა ამისა, ამავე ფეისბუკ ანგარიშმა ჯგუფებში “ქართველთა მსოფლიო ცენტრი Georgians World Center Всемирный центр грузин Gürc”, “მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია” ჯო ბაიდენის ფოტოები კიდევ ერთი, განსხვავებული ციტატით გააზიარა, რომელშიც ვკითხულობთ: “ჯო ბაიდენი: თუ ბოლომდე აღადგინა ღარიბაშვილმა სამართალი, ევროპისკენ გზა ხსნილია!!!”  აღნიშნულ პოსტებში დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის და სად გააკეთა ბაიდენმა მსგავსი განცხადებები, მოცემული არ არის.

;;

ფეისბუკ ჯგუფებში გავრცელებული ბაიდენის ციტატები გაყალბებულია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტი ნიკა მელიას დაპატიმრებას დემოკრატიის მაგალითად და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს.

ოპოზიციური პარტია “ერთიანის ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე 23 თებერვალს განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და მომხდართან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალის გამოყენება და აგრესია საქართველოში პოლიტიკური უთანხმოების გადაჭრის გზა არ არის.

24 თებერვალს ნიკა მელიას დაკავებას ასევე გამოეხმაურა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი. მან მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა.
;

ჯო ბაიდენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს პირადად არ გამოხმაურებია და არც ირაკლი ღარიბაშვილზე გაუკეთებია მსგავსი განცხადება.

ანგარიშის შესახებ

ფეისბუკ მომხმარებელი Dato Gagua, რომელსაც პროფილის ლინკში სახელი eristavigia აქვს მითითებული, იდენტობას მალავს, პროფილზე კი არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ფოტო აქვს ატვირთული. გარეკანის ფოტოსა და მოწონებული გვერდების მიხედვით Dato Gagua ქართული ოცნების მხარდამჭერია.

;

მომხმარებლის ბმულზე დაკლიკვით ირკვევა, რომ Dato Gagua-ს სახელი წარსულში  Dato Goguadze იყო. Dato Goguadze-ის გუგლის საძიებო სისტემაში მოძებნისას, მომხმარებელს ამ სახელით და გვარით აჩვენებს, თუმცა ბმულზე გადასვლისას ვხედავთ, რომ მისი სახელი ამჟამად Dato Gagua-ა.
;

მომხმარებელი ხელისუფლების მხარდამჭერ და ნაციონალური მოძრაობის მადისკრედიტირებელ პოსტებს აზიარებს:
;

მოწონებული გვერდები:
;


Dato Gagua-ს პოსტის არქივის ბმული ჯგუფში “მოქალაქე”არასამთავრობო ორგანიზაცია”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist