ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.

ასევე, ყურადღება გამახვილდება ოკუპირებული რეგიონის პერიმეტრზე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებსა და იმ ინციდენტებზე, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ბოლო შეხვედრა ერგნეთში სექტემბერში გაიმართა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს