ეკატერინე ტიკარაძე - თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება ვაქცინის პირველი მოცულობა - დღეისთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოსთვის დამატებით 150 ათასი დოზა ვაქცინა გახდა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც „ფაიზერის“, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიმართულებით. როგორც დაანონსებული გვაქვს, თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება ვაქცინის ის პირველი მოცულობა, რომელზეც ხელშეკრულება არის გაფორმებული. ოდენობები ეტაპობრივად დაემატება.

დღეისთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა. გამომდინარე იქიდან, რომ იცით მსოფლიოს ბაზარზე რამდენად დეფიციტურია ზოგადად ვაქცინა, ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს პროცესი და საიმედოობა იყოს მაღალი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა