“ტაონიუსი” ართვინის მერის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

54
VIEWS

10 მარტს საინფორმაციო სააგენტომ taonews.ge გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით „ართვინის მერი-დიდი მადლობა ჩვენს წინაპრებს, რათა მათ ართვინი გაანთავისუფლეს ქართველი დამპყრობლებისგან (ვიდეო)“. ინფორმაცია 7 მარტს ართვინის გათავისუფლების 100 წლისთავისადმი მიძღვდნილ საზეიმო ღონისძიებას შეეხება. მასალაში მოყვანილია ართვინის მერის დემირჰან ელჩინის  ციტატა, რომელიც გამოცემის თანახმად, მან აღნიშნულ ღონისძიებაზე გააკეთა. კერძოდ, taonews.ge-ის თანახმად, მან შემდეგი სიტყვები თქვა: “ დიდი მადლობა ჩვენს წინაპრებს რათა მათ ართვინი გაანთავისუფლეს ქართველი დამპყრობლებისგან”. მასალას თან ერთვის ვიდეო, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მასში ართვინის მერის ეს ციტატაა მოცემული.

 

 ;

ციტატა, რომელსაც ტაოNews ართვინის მერს მიაწერს ყალბია. საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს მას საქართველო არ უხსენებია.

ვიდეოში, რომელიც მასალას ერთვის, ართვინის მერის, დემირჰან ელჩინის გამოსვლა არ არის. ის მოიცავს ართვინის გათავისუფლებიდან 100 წლისთავზე გამართული ღონისძიების კადრებს. ვიდეოს წყარო თურქული სააგენტო Haberler.com-ია. ვიდეოს ტექსტში მათ მითითებული აქვთ, რომ ართვინის დაპყრობიდან გათავისუფლების 100 წელი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა და ღონისძიებაზე ართვინის მერსა და მის მეუღლეს ტრადიციული სამოსი ეცვათ.

რაც შეეხება დემირჰან ელჩინის ციტატას, ართვინის მერმა გამოსვლისას თქვა, რომ ოსმალეთ-რუსეთის ომის შემდგომ ართვინის 43 წლიანი დაპყრობიდან გათავისუფლების და სამშობლოს მიწებთან გაერთიანების 100 წლისთავია და ბედნიერია, რომ ამას აღნიშნავენ.

ამავე თემაზე ინფორმაცია განთავსდა ართვინის მერის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც,  სადაც მითითებულია, რომ ართვინის გათავისუფლების 100 წელი აღინიშნა. არც ტექსტში და არც ართვინის მერის გამოსვლაში არცერთი ქვეყანა ან ერი, როგორც დამპყრობელი ნახსენები არ არის.

ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა ქალაქ ართვინის ოფიციალურ გვერდზეც, რომელშიც საუბარია 1877-1878 წლებში ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის გამართული ომის და 1921 წელს ქალაქში თურქეთის არმიის შესვლის შესახებ. განცხადებაში საქართველო ნახსენები არ არის.

ართვინი ისტორიული ტაო-კლარჯეთის ნაწილია. ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1978 წელს, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის ომის დასრულების შემდეგ შევიდა და ართვინის ოკრუგის ცენტრი გახდა. 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქემალისტურმა თურქეთმა არდაგანის და ართვინის ოლქების გადაცემა მოითხოვა. საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა, თუმცა ორ ფრონტზე ბრძოლისათვის რესურსების სიმწირის გამო ეს ქალაქები დატოვა და იქ თურქული ჯარები შევიდა. საქართველოს მთავრობამ ამ ტერიტორიაზე თურქეთის ხელისუფლების ლეგიტიმურობა იურიდიულად არ სცნო. უკვე საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის საქართველოში შემოსვლის შემდეგ, 1921 წლის 13 ოქტომბერს ხელმოწერილი ყარსის შეთანხმებით ართვინის ოკრუგი თურქეთს გადაეცა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

წყარო

ტაო
ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist