12 მარტი - 25 მარტი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
- ქართული პოლიტიკური პარტიების წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მედიაციის ახალი მცდელობისთვის საქართველოში ბრუნდება
- ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები
- კრემლისტური მედიასაშუალებები რუსეთში იყენებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ანტი-ქართული პროპაგანდის გასაძლიერებლად.
- ტიკარაძის მიერ საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციის წარუმატებელი მცდელობები
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
ქართული პოლიტიკური პარტიების წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მედიაციის ახალი მცდელობისთვის საქართველოში ბრუნდება
|
|
|
|
კრისტიან დანიელსონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის დამატებითი შეხვედრების გასამართად საქართველოში ბრუნდება, რათა საბოლოოდ მოინახოს გამოსავალი ქვეყანაში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან. ვიზიტი იმ წარუმატებელი შეთანხმების მცდელობის გაგრძელებაა, რომელიც ევროკავშირის მედიაციით საქართველოში 12-18 მარტს მიმდინარებდა და „ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის 10-საათიანი შეხვედრის შემდეგ შეთანხმების გარეშე დასრულდა. „რამდენიმე მნიშნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პრეზიდენტ მიშელის ექს-პუნქტიანი გეგმის ზოგიერთ ასპექტში. თუმცა სხვა საკითხებზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა”, - შეხვედრის შემდეგ განაცხადა კრისტიან დანიელსონმა. „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმების ვერ მიღწევაში ტრადიციულად ერთმანეთი დაადანაშაულეს. მხარეებს ისევ მოუწევთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება.
კრისტიან დანიელსონის მიერ მოლაპარაკებების მედიაციის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მან ევროკავშირის ლიდერებთან, შარლ მიშელსა და ჯოსეფ ბორელთან, ასევე NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრები გამართა. საქართველოს მოკავშირეებმა მხარეებს მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ მოუწოდეს.
ევროკავშირის მედიაციის ინიცირება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მარტის დასაწყისში, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ წარმოქმნილი დაძაბულობის განსამუხტად მოხდა. მელიას დაპატიმრებას წინ პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომაუძღოდა. გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მან ვერ შეძლო „ქართული ოცნების” დარწმუნება, გადაეხედათ ოპოზიციური ლიდერის დაკავების გადაწყვეტილებისთვის. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში საკუთარ პოლიტიკურ პარტიასაც შექმნის, თუმცა პოლიტიკური მიმომხილველებს ნაკლებად სჯერათ, რომ გახარია რეალურად დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად დისტანცირდა „ქართული ოცნებისგან”, მაინც რჩება ქვეყნის არაფორმალურ მმართველად.
აშშ ასევე ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ პროცესებს - აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში სპეციალური მოსმენა გაიმართასაქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ. საქართველოში არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას სენატორმა ჯიმ რიშმა (R-ID) განაცხადა, რომ „მჯერა, რომ საქართველოში ამჟამად მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც წარმოადგენს წლების განმავლობაში წარმოქმნილი დაპირისპირებებისა და წარუმატებელი რეფორმების კულმინაციას, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. ორივე მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გაიაზრონ მათი პასუხიმგებლობა სახელმწიფოს წინაშე და გვერდზე გადადონ თავიანთი უთანხმოებები”. სენატორმა ჯინ შაჰინმა (D-N.H.) მოსმენაზე აღნიშნა, რომ „მიმდინარე კრიზისს ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს რუსეთია”. სენატორმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები გამოხატული უნდა იყოს, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მოქმედებებში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მართველმა ძალამ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიმართულებით, და უნდა იმუშაოს ოპოზიციურ პარტიებთან, რათა მოლაპარაკებების გზით განმუხტოს არსებული კრიზისი”.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს შესახებ მოსმენაზე. ჯორჯ კენტმა აღნიშნა, რომ „ორივემ - მმართველმა და ოპოზიციურმა ძალებმა ვერ შეძლეს დეესკალაციის შესაძლებლობების გამოყენება”. მისივე განცხადებით, ოპოზიციას ახლად არჩეული პარლამენტისთვის ბოიკოტი არ უნდა გამოეცხადებინა, რადგანაც „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებმაც ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცეს, სურთ რომ მათმა წარმომადგენლებმა პარლამენტში საკუთარი ადგილი დაიკავონ”. „ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტი ქართული დემოკრატიისთვის. მაშინ როდესაც ქართველი ლიდერები, განსაკუთრებით მმართველ პარტიაში, სცდებიან იმ კურსს, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია, აშშ-მა, როგორც საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეგობარმა, გულწრფელი და დაუფარავი მესიჯები უნდა გააგზავნოს” - დაამატა კენტმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის ბიუროდან, კარა მაკდონალდმა აღნიშნა, რომ „მართველი ძალის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტებში ძალაუფლების კონცენტრაცია, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ არსებული ზეწოლა - ძირს უთხრის ქართველების რწმენას დემოკრატიის მიმართ”. კარა მაკდონალდის მიხედვით, გასული წლის საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებების მიუხედავად „ჩვენ ძალიან გვაწუხებს ნეგატიური განვითარებისა და ტრენდების მთელი წყება, რომლებიც ჩვენგან დაუყონებლივ ყურადღებასა და მუშაობას მოითხოვს, რათა დავიცვათ და კიდევ უფრო განვავითაროთ საქართველოს დემოკრატიული მონაპოვარი”.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განვითარება იყო საქართველოს ევროკავშირში მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის პოსტიდან გადადგომა. „ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით - პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო” - დაწერა საბანაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე. მოგვიანებით ფრანგულ Le Monde-სთან ინტერვიუში საბანაძემ „ქართულ ოცნებასთან” გარკვეულ უთანხმოებებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ყველა ჩვენი ლიდერი ამბობს რო ისინი არიან პრო-ევროპელები, მაგრამ მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის, ჩვენ ნამდვილად უნდა ვიყოთ ასეთები”.
|
|
|
|
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები
|
|
|
|
აფხაზეთმა საერთაშორისო საქმიანობა გაააქტიურა. მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე - „MITT-2021”, აფხაზეთის ტურიზმის დე ფაქტო მინისტრ, თეიმურაზ ხიშბასა და კუბის ტურიზმის მინისტრს, ხუან კარლოს გარსია გრანადას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აფხაზურმა მხარემ კუბისგან აფხაზეთის აღიარების იმედი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ სხვა ორ ლათინურ ამერიკულ სახელმწიფოს - ვენესუელასა და ნიკარაგუას - აფხაზეთი აღიარებული ჰყავთ და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ დამყარებული. ასევე, სოხუმის თანახმად, სირიაში აფხაზეთის „ელჩმა”, ბაგრატ ხუტუბამ, უცხოელ დიპლომატებთან და კომერციული ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. ინფორმაციის თანახმად, ის სირიაში პაკისტანის ელჩს, სირიაში იემენის ჰუსიტური მთავრობის ელჩს და ირან-სირიის სავაჭრო პალატის (კერძო ორგანიზაცია) გენერალურ მდივანს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და შეხვედრებს „კონტაქტების დამყარების იმიტაცია” უწოდა და რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების ქმედებები დაგმო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთსა და ნიკარაგუას (2008წ.), ვენესუელასა და ნაურუს (2009წ.), ვანუატუს (2011წ.) და სირიას (2018წ.). აღნიშნულ ჩამონათვალში კუნძულოვანი სახელმწიფო ტუვალუც შედიოდა, თუმცა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ტუვალუს მთავრობამ აღიარება უკან წაიღო.
ე.წ. აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება განმარტა. შამბას მტკიცებით, მედიამ მისი წინა განცხადებები დაამახინჯა და ისე გააშუქა, თითქოს იგი საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარების მომხრე იყო. მისი თქმით, მსგავს ურთიერთობებს სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება სჭირდება, რასაც საქართველო არ დასთანხმდება. შამბამ განაცხადა, რომ წინა ინტერვიუებში იგი არა სავაჭრო ურთიერთობების, არამედ საქართველოდან აფხაზეთში კონტრაბანდულად შეტანილი საქონლის დაბეგვრის შესახებ საუბრობდა. მისი კომენტარები, რომელიც პოტენციურ მოლაპარაკებებს უფრო ართულებს, აფხაზეთში პრორუსული ოპოზიციის მიერ საქართველოსთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების აკრძალვის მოთხოვნას მოჰყვა.
ახალი ამბების სააგენტო „აქცენტის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილ თანაშემწესა და დონბასში მებრძოლ ახრა ავიძბას, რომელიც აფხაზეთში სახელმწიფო გადატრიალების მზადებისთვისაა დაკავებული, რადიკალური პრორუსული პარტიის ხელმძღვანელობაში ირჩევდნენ, რომელიც აფხაზეთის რუსეთთან მიერთებას უჭერს მხარს. აღნიშნული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რუსეთი შესაძლოა აფხაზეთის მოქმედი დე ფაქტო მთავრობის შეცვლით იყოს დაინტერესებული.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთმა რუსული ვაქცინა Sputnik V 2020 წლის სექტემბერში ითხოვა და დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსულ ვაქცინას იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში მიიღებდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთისგან ვაქცინის დოზები კვლავ არ მიუღიათ.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
მანიპულაცია 1918 წელს ბრიტანეთის მიერ ბათუმის კონტროლთან დაკავშირებით. 2021 წლის 3 მარტს ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებულმა ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკანომ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით ”მივიწყებული ისტორია: ბრიტანელების მიერ ბათუმის ოკუპაცია 1918 წელს”. სტატიის თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა 1918 წელს ბათუმის ოკუპაცია მოახდინა და აჭარამ ბრიტანელი სამხედროების გამო დიდი ზარალი განიცადა. სტატიის ავტორი ბრიტანელებს ბათუმიდან ნავთობის და ძვირფასეულობის გატანაში ადანაშაულებს. პოლიტიკანოს მტკიცება მანიპულაციურია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 1917 წლის 23 დეკემბრის ინგლის-საფრანგეთის შეთანხმებით გავლენის სფეროები განისაზღვრა და ბათუმს ბრიტანელები აკონტროლებდნენ, ისინი პრო-ქართულ, პრო-რუსულ და პრო-თურქულ მხარეებს შორის პოტენციური კონფრონტაციის თავიდან არიდებას ცდილობდნენ. რაც შეეხება ბრალდებას, რომ ბრიტანელებმა დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და ნავთობი გაიტანეს საქართველოდან, ის მტკიცებულების გარეშეა და ოფიციალურ წყაროებში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. დეტალები იხილეთ მითების დეტექტორზე.
|
|
|
|
დეზინფორმაცია ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით. ვაქცინებზე ყალბი ამბები მას შემდეგ გახშირდა, რაც გამოცხადდა, რომ საქართველო ვაქცინაციას ასტრაზენეკას ვაქცინით ოფიციალურად იწყებდა. სოციალურ ქსელებში, ასევე ქართულ და რუსულ მედიაში შემდეგი განცხადებები ვრცელდებოდა: 1) ასტრაზენეკა ნიურნბერგის კოდექსს არღვევს; 2) ზოგიერთმა ქვეყანამ ასტრაზენეკას ვაქცინები მწარმოებელს უკან დაუბრუნა რადგან ის ვადაგასული და ფალსიფიცირებული აღმოჩნდა; 3) ჯანმოს ასტრაზენეკას ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს. მითების დეტექტორმა ეს მცდარი განცხადებები გააქარწყლა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება ვაქცინის მიერ თრომბოზის გამოწვევის შესახებ. მეტიც, ჯანმომ ასტრაზენეკას ვაქცინაზე განაცხადა, რომ ის უსაფრთხოა და ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს.
|
|
|
|
ართვინის მერის გაყალბებული ციტატა. 10 მარტს ქართულმა საინფორმაციო სააგენტომ taonews.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც თურქეთში 7 მარტს ჩატარებულ ართვინის გათავისუფლების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას შეეხებოდა. სტატიას თან ერთვოდა ვიდეო და ართვინის მენი დემირჰან ელჩინის სავარაუდო ციტატა: “ დიდი მადლობა ჩვენს წინაპრებს რათა მათ ართვინი გაანთავისუფლეს ქართველი დამპყრობლებისგან”. ვიდეო, რომელიც სტატიაშია, ართვინის ელჩის გამოსვლას არ ასახავს, ის ართვინის გათავისუფლების 100 წლისთავის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კადრებს აერთიანებს. მითების დეტექტორმა მოიძია დემირჰან ელჩინის რეალური განცხადება და გამოავლინა, რომ ართვინის მერის ციტატა გაყალბებულია, მას საქართველო საერთოდ არ უხსენებია. იმ ისტორიული მოვლენების გათვალისწინებით, რომ ართვინი ტაო-კლარჯეთის ნაწილი იყო საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ის თურქეთს გადაეცა, ართვინის მერის განცხადების გაყალბებამ ამ კონტექსტში შესაძლოა ანტი-თურქული სენტიმენტები გააღვივოს
|
|
|
|
კრემლისტური მედიასაშუალებები რუსეთში იყენებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ანტი-ქართული პროპაგანდის გასაძლიერებლად
|
|
|
|
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რუსეთში კრემლის მხარდამჭერმა საშუალებებმა ნაყოფიერი ნიადაგი ნახეს ანტიქართული და ანტიდასავლური ნარატივების გასაჟღერებლად. ისინი ცდილობდნენ არსებული პოლიტიკური კრიზისი დააკავშირონ ქვეყანაში ანტირუსული განწყობების არსებობასთან. კრემლის მომხრე რუსმა კომენტატორებმა ასევე გამოიყენეს შესაძლებლობა რომ გამოხმაურებოდნენ დასავლეთის კრიტიკას საქართველოს მთავრობის მიმართ ოპოზიციური ფიგურის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. მათ განაცხადეს რომ საქართველოში არსებული რუსოფობიამ გამოიწვია კონფლიქტი საქართველოსა და დასავლეთს შორის. მიუხედავად იმის, რომ ამ ნარატივებმა ვერ მიაღწიეს მაღალ ონლაინ ჩართულობას აუდიტორიის მხრიდან, ისინი მაინც უჩვენებენ იმას, თუ როგორ სურთ კრემლისტურ მედია საშუალებებს წარმოაჩინონ საქართველოში არსებული კრიზისი თავიანთი აუდიტორიების წინაშე.
კრემლის მხარდამჭერმა მედია საშუალებებმა კმაყოფილება გამოხატეს ოპოზიციონერ ნიკა მელიას დაპატიმრების გამო და კიდევ უფრო გააძლიერეს ნარატივები საქართველოში რუსოფობიის არსებობის შესახებ. კრემლის მხარდამჭერი ნიუს ფრონტი წერს, რომ რუსოფობიის შედეგად საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩაეფლო და ქვეყანა კიდევ ერთხელ იხდის მძიმე საფასურს 2019 წლის ივნისში ”რუსოფობების” მიერ ორგანიზებული ისტერიკის გამო. მედიასაშუალებებმა ასევე გააზვიადეს საქართველოში არსებული ვითარება და მაგალითად მოსკოვსკი კომსომოლეცი ამტკიცებს, რომ საქართველო "სამოქალაქო ომის" ზღვარზეა და რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ქვეყანა ქაოსში გადაისროლოს.
რუსმა პოლიტიკოსებმა ასევე უსაყვედურეს აშშ-ს ორმაგი სტანდარტების გამოყენებისა და საქართველოს მიმართ უსამართლო მოპყრობის გამო. რუსი სენატორი და დასავლეთის ცნობილი კრიტიკოსი ვლადიმერ ჯაბაროვი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის იანვარში კაპიტოლზე მომხდარი ამბოხების შემდეგ აშშ-მ დააკავა მომიტინგეების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვაშინგტონი უკრძალავს სხვა ქვეყნებს მსგავსი რამის გაკეთება.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
ტიკარაძის მიერ საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციის წარუმატებელი მცდელობები
|
|
|
|
თუ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის კომენტარები და ქმედებები ვაქცინაციის პროცესისადმი საქართველოს მოსახლეობის უნდობლობას აღრმავებს. ეს არის მიზეზი, რის გამოც დაგვიანებული ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად, ვაქცინაციაზე რეგისტრირებულთა რიცხვი მოსალოდნელზე დაბალია. თებერვლის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები როგორც Pfizer-თან, ისე AstraZeneca-სთან წარმატებულად მიმდინარეობდა და ვაქცინის პირველ დოზებს საქართველო თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებდა. თუმცა, მისი დაპირებები ფუჭი აღმოჩნდა, რადგან AstraZeneca– ს 43200 დოზასაქართველოში მხოლოდ 13 მარტს ჩამოვიდა. კოვაქს პლატფორმის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინა გაიგზავნა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებმაც მათი კრიტერიუმები თებერვალში დააკმაყოფილეს, საქართველო კი, ამ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა. მათ განმარტეს, რომ "ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს”, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.
ახლა, როდესაც ვაქცინა უკვე საქართველოშია, იმის ნაცვლად, რომ ჯანდაცვის მინისტრს მოსახლეობისთვის მაგალითი მიეცა, მან თავდაპირველად, უარი განაცხადა COVID-19 ვაქცინის საჯაროდ (პირდაპირ ეთერში) მიღებაზე. ტიკარაძემ თავისი პოზიცია შემდეგი სიტყვებით გაამართლა "საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები. თუმცა, ვთვლი, გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას“.
სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინის მიმართ ნდობის ნაკლებობას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო წინასწარი მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან სკანდალური "სინოფარმის" საქართველოში შემოტანის შესახებ. ქალბატონი ტიკარაძის თქმით, უკვე შეკვეთილია 100 000 დოზა ჩინური ვაქცინა. ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ არ არისაკრედიტირებული ჯანმოს მიერ და მონაწილეობს მსოფლიოში აგორებულ სხვადასხვა სკანდალში, არ აწუხებს საქართველოს ხელისუფლებას და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის მინისტრს.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
სამოქალაქო იდეამ გამოაქვეყნა მეხუთე ანგარიში "სარაკეტო აფიორის ექო საქართველოში: თავდაცვის მემორანდუმი “მოტორ სიჩთან“, რომელშიც განხილულია უკრაინაში დაფუძნებული და ჩინეთის დაქვემდებარებაში მყოფ, სამხედრო-სამრეწველო კომპანია "მოტორ სიჩის" გარშემო არსებული გადაცდომები. იანვარში, ამ უკანასკნელმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. ანგარიში მიმოიხილავს არა მხოლოდ მოცემულ მემორანდუმს, არამედ ხაზს უსვამს "მოტორ სიჩის" საქმიანობას უკრაინაში, ბელორუსში, ნიგერიასა და ინდოეთში, ასევე წარმოგვიდგენს აშშ-ს პოზიციას ამ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით.
|
|
|
|
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ პანდემიის პერიოდში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. ავტორი ამტკიცებს, რომ პანდემიამ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა და ეს საქართველოს აძლევს შანსს, მოახდინოს ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმირება და რუსეთზე დამოკიდებულება უფრო მეტად შეამციროს. თუმცა, სტატიაში გამოკვეთილია კვლავ არსებული გამოწვევები, როგორებიცაა ღვინის ექსპორტის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება და რუსეთიდან ხორბლის იმპორტი. შესაბამისად, ავტორი გასცემს რეკომენდაციას, რომ მოხდეს ექსპორტისა და იმპორტის ბაზრების, განსაკუთრებით ღვინისა და ხორბლისთვის, დივერსიფიცირება და წახალისდეს ხორბლის ადგილობრივი წარმოება.
|
|
|
|
“კრემლის რეგიონის გზამკვლევმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში” (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვებგვერდთან ინტეგრირებული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსული კომპანიები ცხინვალის რეგიონში: ვინ იხდის ყველაზე მეტს ბიუჯეტში?”. დოკუმენტში ცხინვალის რეგიონში მოქმედი რუსული კომპანიების აქტივობებსა და ე.წ. ცხინვალის რეგიონის ბიუჯეტში მათ შენატანს დეტალურად აღწერს.
|
|
|
|
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS - რონდელის ფონდი) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ მეცხრე გამოცემა გამოაქვეყნა. დოკუმენტი მოიცავს მოვლენათა განვითარებებს ჩინეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებისა და კულტურული აქტივობების შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა COVID-19-ის ჩინური ვაქცინის შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
|
|
|
|
მედიაწიგნიერების ტრენინგი რეგიონალური ჟურნალისტებისთვის - მონაწილეთა მიღება (PIN)
ორგანიზაცია People In Need-ის ორგანიზებით ტანრდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შეარჩიოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლები. ისინი დაინტერესებული უნდა იყვნენ მედიაწიგნიერების მიმართულებით უნარ-ჩვევების განვითარებაში და ჰქონდეთ მოტივაცია დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები აღნიშნული მიმართულებით რეგიონის ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად. შერჩეულმა მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ რეგიონის ახალგაზრდა ლიდერებისთვის ტრენინგების ჩატარება.
ტრენინგის შემდეგ, შერჩეულ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დაეხმარონ და მენტორობა გაუწიონ ახალგაზრდა რეგიონალური ლიდერების მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით მცირე ზომის პროექტების განხორციელებას. ჟურნალისტები წახალისებული იქნებიან რომ დაგეგმონ და განახორციელონ ინოვაციური და ინკლუზიური მედია პროექტები ახალგაზრდა რეგიონალურ ლიდერებთან ერთად, რაც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საჯარო დისკუსიას მედიაწიგნიერების საკითხებთან დაკავშირებით და ასევე გაზარდოს ცნობიერება მასობრივი კომუნიკაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ. აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა არის 27 მარტი 2021. სრული ინფორმაცია განაცხადის შესახებ იხილეთ აქ.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|