ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთმა რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის მიღებაზე მიმართა

24 სექტემბერი, 2020 • 1231
აფხაზეთმა რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის მიღებაზე მიმართა

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზურმა მხარემ რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის, “Спутник V”-ის პარტიის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმართა.

ოფიაციალური ინფორმაციით, სოხუმი რუსეთისგან ვაქცინის 15-20 ათასი დოზის მიღებას ითხოვს.

“რუსული მხარე ჩვენს მიმართვას განიხილავს “, – აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში.

რუსეთის ფედერაციამ მსოფლიოში COVID-19-ის პირველი ვაქცინის დარეგისტრირების შესახებ აგვისტოში განაცხადა.

საერთაშორისო სკეპტიციზმის მიუხედავად, რუსეთმა კოვიდ 19-ის ვაქცინა დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი