მურატ ჯიოევი - სამხრეთ ოსეთს ბინოკლიდან ვერ დაინახავთ

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას სრულიად ცალმხრივ, ყალბ, პოლიტიზებულ ინფორმაციას აწვდის, რაც სამხრეთ ოსეთის უარყოფით იმიჯს ქმნის,- ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა კონფლიქტის მოგვარების საკითხებში მურატ ჯიოევმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჟენევის დისკუსიების შესახებ ისაუბრა.

”როდესაც საქართველოს გამორჩეული სტუმრები სტუმრობენ, ქვეყნის ხელისუფლებას, იმის ნაცვლად, რომ მათთვის კულტურული პროგრამა მოაწყოს თეატრებსა და მუზეუმებში, ისინი სამხრეთ ოსეთის საზღვართან ჩამოჰყავს და მათთვის დასათვალიერებელ პლატფორმებს აწყობს, საიდანაც სამხრეთ ოსეთს ბინოკლებით ათვალიერებენ“, - აღნიშნა ჯიოევმა.

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებებზე განაცხადეს, რომ „სამხრეთ ოსეთის ბინოკლში დანახვა შეუძლებელია.“

”ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სამხრეთ ოსეთის დანახვა ბინოკლით შეუძლებელია და ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ქართული მხარის მხრიდან, ანუ ქართული თვალით დანახვა”, - განაცხადა ჯიოევმა.

ამასთან, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებაზეც გააკეთა კომენტარი და ეს ინიციატივა „პოლიტიკურ პროპაგანდად“ შეაფასა.

„სამხრეთ ოსეთი არ ელოდება და არც სურს თბილისისგან არანაირი დახმარება“, - აღნიშნა ჯიოევმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა