logo
ENG



რა ვიცით ფოტოზე, რომლითაც სუჯაშვილმა ჯარისკაცებს პროფესიული დღე მიულოცა - მითების დეტექტორი

22 მარ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock 1904

მითების დეტექტორის ცნობით, ფოტო, რომელზეც რუსი ჯარისკაცია ასახული და რომლითაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა, რუსულ საძიებო სისტემაში იძებნება. ასევე, ირკვევა, რომ ამ ფოტოს აქტიურად იყენებს რუსული მედია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფორმაციის გავრცელებისას. 

მითების დეტექტორის გამოკვლევით, yandex.ru-ს საძიებო სისიტემით ფოტოს ყველაზე ადრე გამოქვეყნებული ვერსია 2019 წლის 28 მაისით თარიღდება მასალაში, სათაურით "ФСБ-ს სასაზღვრო ოფისი სამხრეთ ოსეთში: ხალხს შეუძლია მშვიდად იძინოს" (Погрануправление ФСБ в Южной Осетии: народ может спать спокойно). ამ მასალას ფოტო შემდეგი აღწერით ადევს: "რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის სადარაჯოზე" (Российские пограничники на страже границ Южной Осетии).

28 მაისვე რუსი ჯარისკაცის ფოტოთი გამოქვეყნდა მეორე მასალა, სათაურით "ბიბილოვი მესაზღვრეებს ულოცავს: ვაჟკაცობის, პატივისა და სიმამაცის მაღალი მაგალითი" (Бибилов в поздравлении пограничникам: высокий пример доблести, чести и отваги).

იგივე ფოტო მითების დეტექტორმა სპუტნიკ ოსეთის გვერდზე 2019 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებულ სტატიასთან ერთადაც იპოვა, სათაურით: "სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ერთობლივმა კომისიამ კვლავ განიხილა საზღვრების დემარკაციის საკითხი" (Совместная комиссия Южной Осетии и России вновь обсудила демаркацию границы). 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა. მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და მას შემდეგ, რაც კომენტარებში აღნიშნეს, რომ სურათზე რუსი ჯარისკაცია, სუჯაშვილმა პოსტი წაშალა.


close დახურვა