ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

ყველაფერი, რაც ვლადიმირ პოზნერმა 30 მარტს დაარღვია

რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ პოზნერმა, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღის გადახდა საქართველოში გადაწყვიტა და 40 სტუმართან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მათ არ გაითვალისწინეს ის შეზღუდვები და რეკომენდაციები, რაც საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებით არსებობს. ქვემოთ მოცემულია ყველაფერი, რაც ვლადიმირ პოზნერმა 30 მარტს დაარღვია

1. კომენდანტის საათი 

რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა  ადამიანებმა კაფე სტამბიდან რესტორან ვინოტელში ღამით გადაინაცვლეს. საქართველოს მასშტაბით ძალაშია კომენდანტის საათი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს ეზღუდებათ გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. მისი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმაა 2000 ლარი.

ეს შეზღუდვა ეხება ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც სარგებლობენ საშვით. მერია უარყოფს პოზნერისა და მისი სტუმრებისთვის საშვების მიცემის ფაქტს.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 14 პირიდან  32 დააჯარიმეს, ამ პირებს შორის უნდა იყოს ვლადიმირ პოზნერიც, რომელიც 21:00 საათის შემდეგ გადაადგილდებოდა სასტუმრო რუმსიდან ვინოტელში

2. სოციალური ღონისძიებები

მას შემდეგ, რაც მიიღეს გადაწყვეტილება რესტორნების შიდა სივრცეში მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით,  ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ მკაცრად გაკონტროლდებოდა, რომ რესტორნებში ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ ჩატარებულიყო, მაშინ როდესაც ვლადიმირ პოზნერი სტამბასა და სასტუმრო ვინოტელში 50-მდე სტუმართან ერთად აღნიშნავდა დაბადების დღეს.

3.  შეზღუდულია დაწესებულებების მუშაობა

რესტორნები მუშაობენ მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო 21:00-დან დაშვებულია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. 

ვლადიმირ პოზნერმა და მისი სტუმრებმა ვინოტელი 1 საათის წინ, 12 საათისთვის პოლიციელების კორდონის მეშვეობით დატოვეს 

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის ინფორმაციით, სასტუმრო, სადაც რუსი ჟურნალისტი პოზნერი და მისი მეგობრები იმყოფებიან 10 000 ლარით დააჯარიმეს. 

 

კომენტარები