ფეისბუქმა ქართულ მარშთან დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 34 ანგარიში წაშალა
ფეისბუქმა პრორუსულ პარტიასთან, ქართულ მარშთან დაკავშირებული ქსელი წაშალა. კომპანიის განცხადებით, მარტში 11 ქვეყნის 14 ქსელი წაშალეს, რომელთა შორის საქართველოც მოხდა.
სოციალური ქსელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულ მარშის წევრებთან და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ქსელი ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის შემდეგ აღმოაჩინეს.
DFRLab-ის ინფორმაციით, ქსელში 70 აქტივი იყო ჩართული, ისინი პოზიციონირებდნენ, როგორც გასართობი და სავაჭრო პლატფორმები. ქსელში შედიოდა: 24 Facebook გვერდი, 12 ჯგუფი, 23 პირადი ანგარიში და 11 ინსტაგრამ პროფილი.
ორგანიზაცია Facebook–ის სპიკერის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქსელში ჩართული პირები ვინაობის და კოორდინირებული ქმედების დამალვას ცდილობდნენ, თუმცა მათი იდენტიფიცირება მაინც მოხერხდა.
"ამ საქმიანობის უკან მყოფი ადამიანები დასაპოსტად ყალბ და დუბლირებულ ანგარიშებს იყენებდნენ გვერდებისა და ჯგუფების სამართავად.
ასევე, ამ ქსელს მრავალი გაფრთხილება ჰქონდა სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების სტანდარტების დარღვევის გამო.
პირველ რიგში, მათ ყურადღება გაამახვილეს ქართული მარშის შინაარსზე, მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიაზე საქართველოში. ამ ქსელზე თავსდებოდა ახალი და მიმდინარე მოვლენები ქართულად, მათ შორის არჩევნების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, Covid-19 პანდემიისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის კრიტიკის შესახებ. ეს ქსელი მუშაობის დაწყების პროცესში იყო, როცა ის წავშალეთ.
ეს ქსელი ჩვენ ატლანტიკურ საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის მკვლევარების მიერ მათი საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშის განხილვის შედეგად მოვიძიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას ცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა კავშირი იმ პირებთან, რომლებიც ქართულ მარშთან და პარტიას ახალგაზრდულ ფრთასთან ასოცირდებოდნენ", — ვკითხულობთ ფეისბუქის განცხადებაში.
საქართველოს გარდა, ფეისბუქმა ქსელები წაშალა ალბანეთში, ირანში, არგენტინაში, ესპანეთში, ისრაელში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. კომპანია აცხადებს, რომ ინფორმაცია უკვე გაუზიარეს პოლიტიკოსებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შესაბამის ქვეყნებში.
ბოლო სამი წელია, Facebook იკვლევს კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას და მსგავს ქსელებს საკუთარი პლატფორმიდან შლის. აქამდე საქართველოში ქართულ ოცნებასთან, სარეკლამო კამპანია პანდასთან, კოკა ყანდიაშვილთან, ნაციონალურ მოძრაობასთან, პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ქსელიც წაიშალა.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები