ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

ვლადიმირ პოზნერი: მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს

რუსი ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღის გადახდას საქართველოში აპირებს.

ფორმულას ინფორმაციით, თვითმფრინავი საქართველოში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ვლადიმირ პოზნერთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

"რატომ საქართველო? იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს საქართველო". – თქვა ერთ-ერთმა სტუმარმა.

"მე მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს, მე ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად". –ამბობს ვლადიმირ პოზნერი.

 

კომენტარები