logo
ENG



კალაძე: ამნისტია შეეხება ყველას, ეს შეთანხმების დოკუმენტშიც ჩაიწერა

23 აპრ 202118:59
3 წუთის საკითხავი
clock 936
კალაძე: ამნისტია შეეხება ყველას, ეს შეთანხმების დოკუმენტშიც ჩაიწერა

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებული ამნისტია ყველას შეეხება. 

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ეს შეთანხმების დოკუმენტში არის ჩაწერილი.

"ამნისტია შეეხება ყველას, ეს შეთანხმების დოკუმენტშიც ჩაიწერა. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, რომ ისინი მას არ გამოიყენებენ და ამის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეთ. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას. გაუგებარია ის კითხვები, რაც ისმის ამნისტიასთან მიმართებით. თავიდან მოთხოვნა იყო ამნისტიაზე, მიიღწა შეთანხმება, ხელი მოეწერა დოკუმენტს, ამაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები. ახლა გაუგებარია ეს კითხვები", - თქვა კალაძემ.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერა. დოკუმენტის ერთერთი პუნქტი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება. 


close დახურვა