ალექსი ბატიაშვილი - უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები 2020 წელს ცდილობდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირდაპირ ან ირიბ ჩარევას

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ მიერ მართული თუ დაფინანსებული აქტივობებისა და კამპანიების მეშვეობით, ცდილობდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირდაპირ ან ირიბ ჩარევას. ასევე, მიზნად ისახავდნენ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას და სახელმწიფო სისტემების ფუნქციონირების შეფერხებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სუს-ის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ალექსი ბატიაშვილის თქმით, დაფიქსირდა მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენისა და არეულობის შექმნის მცდელობები. ასევე, ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების გზით, მოსახლეობის დაყოფისა და პოლარიზებისკენ მიმართულ ქმედებებს.

ალექსი ბატიაშვილის თქმით, 2020 წელს სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში - სისხლის სამართლის 5 საქმეზე. ამასთანავე, გასულ წელს აღნიშნული დეპარტამენტების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სხვა საგამოძიებო უწყებებში გამოძიება დაიწყო რამდენიმე ათეულ საქმეზე. ამავე დროს, ცალკეული ქვეყნები, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, განაგრძობდნენ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე ნეგატიური ზემოქმედების მცდელობებს.

„საქართველოს თავდაცვის სისტემების ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში, აღნიშნული აქტორების განსაკუთრებული დაინტერესების საგანს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები და თავდაცვის სფეროში მიმდინარე აქტივობები.

2020 წელს უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისგან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებას“, - აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა