ასლან ბჟანია ბაშარ ასადს შეხვდება

17-05-2021 10:28:36 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში იმყოფება. მისი პრეს–სამსახურის ცნობით, ეს ბჟანიას „ოფიციალური ვიზიტია“.

დე ფაქტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ე.წ. პარლამენტის და მთავრობის წევრებიც არიან, შეხვედრებს დღეიდან გამართავენ. მათ შორის, დაგეგმილია ასლან ბჟანიას შეხვედრა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან და „აფხაზეთ-სირიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა“.

რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები