"რუსეთის ხელისუფლებამ ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი ვასაძესა და მოძრაობა "ერს" - დუგინი

გამოქვეყნდა:

კრემლის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, რომელიც ცოტა ხნის წინ, მოსკოვში, ლევან ვასაძეს შეხვდა, საკუთარ Youtube-არხზე საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ ვიდეოს ავრცელებს

ამ ვიდეოში დუგინი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლებს აკრიტიკებს, პარტიას რუსეთთან ომის დაწყებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათგან განსხვავებით, დღეიდათვის, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯები უფრო რაციონალურია და ამისათვის, "ქართული ოცნება" მის შექებასაც კი "იმსახურებს". 

დუგინის მიერ გავრცელებულ ვიდეოში საუბარი ეხება ლევან ვასაძესა და მის ახლადშექმნილ პოლიტიკურ მოძრაობას "ერთობა, რაობა, იმედი". კრემლის იდეოლოგი რუსეთის ხელისუფლებას ვასაძის მოძრაობით უფრო მეტად დაინტერესებისკენ მოუწოდებს და ამბობს იმასაც, რომ ვასაძე, როგორც "პატრიოტი და ნაციონალისტი ქართველი", რუსეთისთვის პრობლემა იქნება. 

სააკაშვილის მომხრეები ტერორისტ სოროსზე, ასევე ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და ნატოზე დაყრდნობით ემზადებიან რევანშისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობა ამ კურსს კატეგორიულად არ ეთანხმება. თუმცა, "ქართული ოცნების" კომპრომისები, მითუმეტეს, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ნამდვილად ვერ იქნება ალტერნატივა. ამიტომ, მომდევნო 26 მაისის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, შეიქმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანება "ერი", რომელსაც სათავეში უდგას პოეტი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ლევან ვასაძე. პოზიტიური ისაა, რომ "ერი" გამოდის საქართველოს მართლმადიდებელი იდენტობის მხარდაჭერით. ასევე, ემხრობა ტრადიციული საზოგადოების ნორმებთან დაბრუნებას. იცავს ტრადიციულ ოჯახს. მკვეთრად ეწინააღმდეგება გლობალიზმს და ულტრალიბერალიზმს. კატეგორიულად უარყოფს გენდერულ პოლიტიკას. ლევან ვასაძე ქართველი პატრიოტია, რაღაც მხრივ ქართველი ნაციონალისტიც კი.. რამაც, შესაძლოა, მოსკოვში პრობლემები შექმნას. ვასაძე არც პროდასავლელი და არც პრორუსი პოლიტიკოსი არ არის.. თუ რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების გადალახვა სურს ამ საციცოხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში, ჭეშმარიტად ნაციონალისტური ლიდერის პირობებში, უფრო ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი ვასაძესა და მოძრაობა "ერს", - ამბობს დუგინი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი