პუტინმა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

04-08-2021 21:19:01 კონფლიქტები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავებული.

შეთანხმების პირველი მუხლის თანახმად, "ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მეორე მხარის მოქალაქეობა შეიძინონ".

მე-5 მუხლის მიხედვით, "ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურს გაწვევის დროისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან და მეორე მხარის მიერ სამხედრო სამსახურის მეორედ გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან".

ცნობისთვის: აფხაზეთმა რუსეთთან ორმაგი "მოქალაქეობა" საკანონმდებლო დონეზე ცალმხრივად ჯერ კიდევ 2002 წლის ნოემბერში დააწესა. თუმცა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ ამ ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაფორმების პროცესი შესაბამისი "სახელმწიფოთაშორისი" შეთანხმების გაფორმებამდე შეწყდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები