დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ დღეს საქართველოს მედიაბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი და ასაკოვანი კომპანიაა. იგი 1991 წელს დააფუძნა ცნობილმა ჟურნალისტებმა და გამომცემლებმა მალხაზ გულაშვილმა და ნანა გაგუამ დააფუძნეს. შეიძლება ითქვას, რომ  „ჯორჯიან თაიმსი“  დამოუკიდებელი საქართველოს ხნისაა და ყველა იმ ქარტეხილის მემატიანეა, რაც ამ სამი ათეული წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა.

 

მედიაჰოლდინგი აერთიანებს სამენოვან (ქართულ, ინგლისურ და რუსულ) ვებ საიტს geotimes.com.ge, საინფორმაციო სააგენტოს Gtmedia.ge, ყოველკვირეულ ინგლისურენოვან გაზეთს The Georgian Times,  რადიომაუწყებლობას GT Radio (gtradio.ge), ტელევიზიას Gttv (gttv.ge),  ყოველწლიურ ბიზნეს-რეიტინგს - National Business Awards, (რომელიც ეროვნული ბიზნესის დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიებაა), წლის მედია დაჯილდოებას - National Media Awards, გამომცემლობას "ჯორჯიან თაიმსი", პიარსააგენტოს - "G.T." PR, სარეკლამო სააგენტოებს - Gt advert და Gt design, ააიპ-ს "სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი - აზრი“.

 

საინტერესოა, რომ ახალი მედიაპროდუქტი - ქართული რადიო და უკრაინული საინფორმაციო სააგენტო 2020 წელს გამოჩნდა ბაზარზე და უკვე განსაკუთრებული პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს.

 

 

 

 

მალხაზ გულაშვილი - მედიაჰოლდინგ  "ჯორჯიან თაიმსის" მფლობელი და პრეზიდენტი 

 

მალხაზ გულაშვილი-ცნობილი ქართველი გამომცემელი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნული მედიის ჯილდოს და ყოველწლიური ეროვნული ბიზნეს ჯილდოს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, იდეის ავტორი და ორგანიზატორია. მას კარგად იცნობენ არა მარტო დსთ-ს, არამედ, დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.  მალხაზ გულაშვილის გამოსვლა ყოველთვის გულწრფელობით და სიმართლით გამოირჩევა. ის მორწმუნე ქრისტიანია. მალხაზ გულაშვილმა დაწერა წიგნი „გზა სიმართლისკენ, მშვიდობიანი კავკასიის, გაერთიანებული საქართველოსკენ“, რომელიც, განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ავტორმა საკუთარი წიგნი  რუსეთში მიმდინარე მედია-ფირუმზე რუსეთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამად პრემიერმინისტრს დიმიტრი მედვედევს გადასცა. ამ ფაქტის შემდეგ მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამშობლოდან დევნილად იქცა, შემდეგ კი პოლიტმატიმრად.

 

პროფესიონალური ინფორმაცია

 

1991 წლიდან დღემდე-მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი  და პრეზიდენტი,  www.gtmh.ge,   კომპანია  „Georgian Business Consulting”-ს დამაარსებელი  www.gbc.ge    

                                                        

2005 წ. - საქართველოს ფედერალიზმის ინსტიტუტის პრეზიდენტი   

 

1996 წ.- სააქციო საზოგადოება „ინტელექტბანკის“  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 

 

1995 წლიდან დღემდე - წლის საუკეთესო ბიზნეს-კომპანიის და საუკეთესო ბიზნესმენის გამოვლენის და დაჯილდოების ცერემონიალის, ყოველწლიური ბიზნეს- რეიტინგის  საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, იდეის ავტორი და ორგანიზატორი 

 

1992-96 წ.წ -კორპორაცია „მალულას“ პრეზიდენტი

 

1993-95 წ.წ - სააქციო საზოგადოება „სამეფო ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

 

1991-92 წ.წ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრის „მერანის“ სამხატვრო ხელმძღვანელი

 

1987-90 წ.წ- დისიდენტური გაზეთების „დღეს“, „უწყებანის“ და  მეურნის“  დირექტორი

 

 

საზოგადო მოღვაწეობა


 

2010 -2012 წ. - რეპრესირებული სინდისის პატიმარი

 

2010 წ.- „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე 

 

2008 წლიდან დღემდე- საქართველო რუსეთის შერეული კომისიის თანათავმჯდომარე კავკასიაში კრიზისის დარეგულირების საკითხებში

 

2002 წ -საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარე

 

2001-02 წ.წ- „მოძრაობა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის-ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი

 

2003-05წ.წ - საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოძრაობის „წინ, საქართველო!“-ს დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი

 

1998-99 წ.წ -სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული "მშვიდობიანი კავკასიის" ბიუროს ხელმძღვანელი

 

1993-2013 წ.წ- სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის „აზრის“ პრეზიდენტი

 

1990-95წ.წ- „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ რეგიონალური კოორდინატორი, პოლიტსაბჭოს წევრი

 

1993-95 წ.წ -ასოციაცია „არაგველის“ გამგეობის  წევრი

 

1992-93 წ.წ -ახალგაზრდა ქართველთა კავშირის თავმჯდომარე

 

1991წ.- ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში

 

1988-90 წ.წ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის  დამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი

 

1988 წ.   სსრკ-ს სივრცეში მეტალურგთა პირველი თავისუფალი პროფკავშირების დამაარსებელი.

1987-90 წ.წ- დისიდენტური ორგანიზაციის, პარტია „ეროვნული სამართლიანობის კავშირის“ საორგანიზაციო მდივანი

 

დღემდე არის: "საქართველოს ინდუსტრიული ფორუმი" - თავმჯდმომარე, ჩინეთ-საქართველოს ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზატორი, დოკუმენტური ფილმების სტუდიის დამაარსებელი, თავმჯდომარე და პროდიუსერი.  

 

სხვადასხვა დროს, მიღებული აქვს მონაწილეობა 150 საერთაშორისო კონფერენციაში. მათ შორის იმ ქვეყნებში, როგორიცაა: თურქეთი, რუსეთი, ავსტრია, გერმანია, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უკრაინა, იალტა, ჩეხეთი, პოლონეთი, ბელგია, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, გაერთიანებული არაბთა ემირატები, მოლდავეთი, ბელარუსია, სომხეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი.

 

ის არის ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის ჯილდოს მფლობელი.

 

 განათლება

 

1982-89 წ.წ - საქართევლოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მეტალურგიის ფაკულტეტი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელწოდების და კონცეფციის შეცვლის და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად გადაკეთების ერთ-ერთი ავტორი

 

1987-91 წ.წ - საქართველოს დისიდინეტური ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი

 

1986-89 წ.წ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ჟურნალისტიკის ფაკულტეტი

 

ფლობს რუსულ (თავისუფლად) და ინგლისურ (საშუალოდ) ენებს

 

დამატებითი ინფორმაცია -უყვარს ლიტერატურა, მხატვრობა, სკულპტურა, ჭადრაკი, აქტიური ტურიზმი, ცურვა, ფიტნესი.  გახლავთ  სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში, საერთაშორისო ჟურნალისტური პრემიის „ოქროს კალმის“ მფლობელი.

 

27 წლის წინ, 1993 წლის ნოემბერში, გაჩნდა იდეა, მას დაემატა სურვილი და მონდომება, ძიება და რისკი. შედგა სრულიად ახლებური სტილი და ხედვა ქართულ პრესაში – სამენოვანი ყოველკვირეული გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი". გამომცემელთა და დამფუძნებელთა მიზანი იყო ქართველი ხალხის იდეური და მორალური მხარდაჭერა და ქვეყნის ირგვლივ არსებული საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა, რათა დანარჩენი მსოფლიოსათვის გვემცნო ამბავი თანამედროვე საქართველოზე.

 

 

განვლილი წლების მანძილზე "ჯორჯიან თაიმსმა" სოლიდური საქმიანი პაკეტი შექმნა მრავალი დამოუკიდებელი სტრუქტურით, რომლებიც დღეს ერთ მთელს, ყველაზე წარმატებულ სახელს ქმნის ქართულ მედია ბიზნესში.

 

გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი" ინტელექტუალური მკითხველისთვისაა განკუთვნილი და მისი მიზანია ეროვნულ ნებაზე აღმოცენებული ქართული ნაციონალური პოლიტიკის ფორმირება, მკითხველისთვის დახვეწილი ფორმით საინტერესო ინფორმაციის, ყველაზე კომპაქტური ანალიტიკის, აქტუალური პრობლემატიკის მიწოდება. გამოსვლის დღიდან გაზეთი ქართული ბეჭდვითი მედიის ავანგარდშია.

 

1991 წ. 27 ნოემბერი-დღემდე -გამოვიდა სამენოვანი გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი" (12გვ. ქართულ, 2-2 გვ. რუსულ და ინგლისურ ენებზე)

 

1994 წელი-დღემდე - გამოდის დამოუკიდებელი ინგლისური ყოველკვირეული გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი".

 

იმ პერიოდისათვის იგი პირველი ბეჭვდითი ხიდია კავკასიისა და დანარჩენ სამყაროს შორის. დღესაც, კავკასიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ამ გაზეთით იგებს მსოფლიო და სწორედ ამიტომ გაზეთების მსოფლიო ასოციაციის კონგრესზე, "ჯორჯიან თაიმსთან" თანამშრომლობის სურვილი არა ერთმა უცხოურმა გაზეთმა გამოთქვა. უცხოელ კოლეგებთან პარტნიორული ურთიერთობები "ჯორჯიან თაიმსისთვის" საუკეთესო აღიარებაა.

 

1994 წელი-დღემდე - იქმნება კავკასიური სტრატეგიული კვლევების და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი "აზრი". იგი ჰოლდინგის ინტელექტუალური ძრავაა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

1994 -96 წელი - გამოდის რუსული ყოველკვირეული გაზეთი „ჯორჯიან თაიმსი“.

 

"ჯორჯიან თაიმსის" პოლიტიკური და ბიზნესტექნოლოგიების ცენტრი ემსახურება ეროვნული თვითშეგნების განვითარებას და საქართველოს წარმოჩენას გარესამყაროს სპექტრში. ცენტრი მუშაობს იქ, სადაც დიდი პოლიტიკა და დიდი ბიზნესია.

 

1995 წელი-დღემდე –პირველი ბიზნეს რეიტინგი, რომელიც ყოველწლიურად ავლენს საუკეთესოს ეროვნული ბიზნესში.

 

ამ რეტინგში მონაწილეობა ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის აღიარება და გამარჯვებაა. ,,ჯორჯიან თაიმსი “ იყო პირველი, რომელმაც ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე წლებში განსაზღვრა საყოველთაო მხარდაჭერის ობიექტი _ ეროვნული ბიზნესი.

 

 ჩვენი კომპანიის წვლილს ქართველი ბიზნესმენის სახის ჩამოყალიბებაში, მის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში არა მარტო საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

 

1996 წელი-დღემდე - იქმნება "ჯ.თ" გამომცემლობა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი დონის პოლიგრაფიული მომსახურების სრულ ციკლს.

 

"ჯ.თ". გამომცემლობას პარტნიორები ჰყავს, როგორც საქართველოში, ასევე _ საზღვარგარეთ. ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის ჰოლიგრაფიულ სამუშაოს. ,,ჯორჯიან თაიმსის” მიერ გამოცემული გაზეთები, ჟურნალები, ბუკლეტები, წლიური ანგარიშები, პლაკატები, ეტიკეტები, კალენდრები, კატალოგები, სარეკლამო სუვენირები და სხვა პროდუქცია არაერთი სოლიდური კომპანიის მუშაობას უწევს პოპულარიზაციას.

 

1996 წელი-დღემდე - გამოდის პირველი მაღალპოლიგრაფიული გამოცემა საქართველოში, განსხვავებული შინაარსისა და ფორმის სარეკლამო_საიმიჯო ორენოვანი კატალოგი _ ,,Leader Today”.

 

კატალოგმა თავისი არსით და ხელშეწყობით გაზარდა ეროვნული ბიზნესის პოპულარიზაციის გეოგრეფია და შორეულ უცხოეთში არაერთ ადამიანს გაუჩინა საქართველოში ინვესტიციების დაბანდების სურვილი.

 

1997 წელი - ინგლისური ყოველთვიური ჟურნალი Profile

 

1997 წელი-დღემდე - ყალიბდება ,,ჯორჯიან თაიმსის” დიზაინ-სტუდია და არტ-სამსახურის მოღვაწეობის სფერო ჰოლდინგის ყველა გამოცემემაზე ვრცელდება.

 

გამოდის თანამედროვე სტანდარტების პროდუქცია –სარეკლამო, ტელე და რადიო, საგამომცემლო, საცერემონიო, სამოდელო, საიმიჯო, ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინი, საფირმო სტილი, ლოგო, სავაჭრო ნიშანი.

 

,,ჯორჯიან თაიმსის” დიზაინ-სტუდია საქართველოში და უკვე უცხოეთშიც კარგად ცნობილი შემოქმდებითი სახელოსნოა. მისი პროდუქცია არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

 

1998 წელი -დღემდე "ჯორჯიან თაიმსს"-ში შემოდის სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი _ "გორბი".

 

ცენტრს უდიდესი გავლენა და ნდობა აქვს დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში და ყველგან ჰყავს საქმიანი პარტნიორები. "გორბი" ყოველთვის მიუკერძოებელ, სანდო და ობიექტურ ინფორმაციასთან ასოცირდება.

 

1999 წელი -გამოდის საბორტო ჟურნალი „აირზენა“

 

1999 წელი-დღემდე -  იქმნება მძლავრი სარეკლამო სამსახური .

 

"ჯ.თ." სარეკლამო სააგენტოს აქვს მომსახურების სრული პაკეტი _ კრიატივი, სარეკლამო პრდუქციის დამზადება და განთავსება. "ჯ.თ."-ში დამზადებული ნებისმიერი რეკლამა ადვილად ამოსაცნობია, რადგან ორიგინალური იდეითა და მაღალმხატრულობით გამოირჩევა. მედია-ჰოლდინგის სარეკლამო სამსახური კლიენტისთვის მისაღებ ფასებში ათავსებს ნებისმიერი სახის რეკლამას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და მასმედიაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

2000 წელი -დღემდე - "ჯ.თ."-ის სარეკლამო სამსახურთან იქმნება PR- ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი მძლავრი სტრუქტურაა ჰოლდინგში.

 

"ჯ.თ"-ს ფიარ ჯგუფი ემსახურება საქართველოში არსებულ სხვადასხვა საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინსტიტუტებს, არაკომერციულ ორგანიზაციებსა და სხვ. "ჯ.თ"-ის ფიარ ჯგუფს შეუძლია ლობისტური მომსახურების წარმოება ხელისუფლებისა და საქმიანი წრეების წარმოამდგენლებთან.

 

2000-2001 წ.წ.-  გამოდის ყოველკვირეული რუსული გაზეთი „ეხო“

 

2001 წელი - გამოდის ყოველკვირეული გაზეთი „ჯორჯიან თაიმსი“ აზერბაიჯანულ ენაზე.

 

2000-2010 წ.წ.- გამოვიდა არქიმანდრატ რაფაელის წიგნი „ისტორიის ორიენტირი“, მეორე წიგნი არქიმანდრატ რაფაელისა „რისთვის გვითმენს უფალი“; წიგნების კრებული „ფერეიდნელის სიმღერები“; წიგნი მ.გულაშვილის ავტორობით „გზა სიმართლისკენ, მშვიდობიანი კავკასიის, გაერთიანებული საქართველოსკენ“; ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წიგნი ფოტო-გალერეა და წიგნი „ვარდების რევოლუცია“.  

 

2000 წელი - იქმნება "ჯ.თ"-ის ჟურნალისტური გამოძიება. ამ სპეციფიკით მომუშავე ჟურნალისტები საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო, საჭირბოროტო და აქტუალურ მასალებს იკვლევენ და ამზადებენ დასაბეჭდათ.

 

2000 წელი -დღემდე - ყალიბდება უახლესი IT- ტექნიკური განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ჰოლდინგის ინტერნეტ მომსახურებას და მუდმივ აქტივობას მსოფლიოს გლობალურ საინფორმაციო ქსელში. ამ განყოფილებაში ერთიანდება ვებ სტუდია _ ინტერნეტ გამოცემები. ეს სერვისი მოიცავს; საიტის მოდელის შექმნას, კონსტალტინგს, დიზაინს, პროგრამირებას, მონაცემთა ბაზას, საიტის ავტომატური მხარდაჭერის სისტემას, რეკლამური ლოკალური ქსელების შექმნას.

 

2001 წელი-დღემდე- იქმნება საინფორმაციო სამსახური "GT News”.ge- ოპერატიული საინფორმაციო ბაზა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, არა მარტო საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიიდან. თუ რა იბეჭდება შესახებ მსოფლიო მედიასა და წამყავან ქართულ პრესასა და მედიაში.

 

2001 წელი -გამოდის ყოველთვიური ჟურნალი „ტრიბუნა“.

 

2002 წელი- გამოდის ყოველთვიური რკინიგზის  ჟურნალი „აბრეშუმის გზა“.

 

2002 წელი-დღემდე- იქმნება გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული იმიჯ-სამსახური "მრჩეველი". ამ დარგში არსებული უახლესი ტექნოლოგიების, ინფორმაციის გავრცელების ფართო ქსელისა და მოძიების უმძლავრესი სამსახურის მეშვეობით ვაგვარებთ ურთიერთობებს საზოგადოების ნებისმიერ ფენასთან. ჩვენი იმიჯმეიკერები ზრუნავენ კლიენტის შესაძლებლობების წარმოჩენისთვის დროისა და სიტუაციის შესაბამისად.

 

2002 წელი - გამოდის ყოველდღიური გაზეთები „ტრიბუნა“ და „ექო“, პერიოდული გამოცემები, რომლებიც თავისი იდეებით,თემატიკით და პრინციპებით განსხვავებულია.

 

2002 წელი - გამოდის ყოველკვირეული და ყოველდღიური ყვითელი გაზეთი „ექო“

 

2002 წელი-დღემდე - ყალიბდება ფოტოსტუდია "საქართველოს თვალი" თავისი უდიდესი და უნიკალური ფოტო-არქივით. ფოტოსტუდია საშულებას გვაძლევს ეფექტურად ვითანამშრომლოთ მედიის სხვადასხვა წარმოამდგენლებთან.

 

2002 წელი-დღემდე- იქმნება "ჯ.თ" -ის შოუბიზნეს ჯგუფი. ახალ სამსახურს ხელეწიფება ნებისმიერი მასშტაბის და თემატიკის ღონისძიების ორგანიზება, ნამდვილი ზეიმისა და დიდებული სანახაობის მოწყობა. "ჯ.თ" -ის შოუ ბიზნეს ჯგუფი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში. მისი საპროდიუსერო საქმიანობა ვრცელდება კავკასიასა და დსთ-ის ქვეყნებში. ჯგუფის შემოქმედებით ანგარიშზეა სამასზე მეტი ღონისძიება: ფესტივალები, შემოქმედებითი საღამოები, პერსონალური და კომპანიის იუბილეები, გალა და სოლო კონცერტები.

 

2003 წელი -დღემდე- იქმნება "ჯ.თ-პროდაქშენ" ფილმების სტუდია. იგი დაკომპლექტებულია ნიჭიერი, დიდი ფანტაზიისა და პრაქტიკის მქონე რეჟისორებით, სცენარიტებით, ანიმატორებით, კლიპმეიკერებით. მის საქმიანობაში შედის დოკუმენტური, მხატრული, ანიმაციური ფილმების, სარეკლამო-საიმიჯო კლიპების შექმნა. კომპანიას ჰყავს უამრავი დამკვეთი, როგორც საქართველოში, ასევე _ უცხოეთში. მისი კრიატივის მომსახურებით ხშირად სარგებლობს ქართული პოლიტიკური და ბიზნეს-ელიტა.

 

2003 წელი- გამოდის ყოველთვიური ჟურნალი „44-ე პარალელი“

 

2007 წელი-დღემდე -გამოდის მაღალკვალიფიციური ყოველთვიური ჟურნალი „ჩვენი სახლი“

 

2008 წელი-დღემდე - გამოდის ყოველთვიური ინგლისური ტურისტული ჟურნალი „Way“

 

2008 წელი დღემდე- ყოველკვირეული გაზეთი ქართულ ენაზე „ნაციონალური ბიზნესი“

 

2008 წელი- გამოდის ინგლისური გაზეთი Georgian Business Week

 

2008-09 წ.წ-  აზერბაიაჯანის, თურქეთის, პოლონეთის, ყაზახეთის, ირანის საელჩოებთან ერთად ერთობლივი პროექტები „ Internationale Reports“.

 

2008-09 წლები- გამოდის ქართული ჟურნალები „საქართველოს საუკეთესო ბანკები“; „საქართველოს საუკეთესო ბიზნეს-კომპანიები“; „საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო კომპანიები“; „საუკეთესო კომპანიები ტელე-კომუნიკაციის სფეროში“; „საუკეთესო ღვინის და წყლების კომპანიები“

2009-10 წ.წ- გამოდის მაღალპოლიგრაფიული ჟურნალი „კაპიტალი“

 

2011 წლის 25 ოქტომბერს, პოლიტიკური მოტივით აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე, წითელი ხიდის გამშვებ პუნქტზე დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის 28 ოქტომბერს, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.

 

ზემოაღნიშნული მოვლენები ევრაზიულ მედია-ფორუმზე იღებს სათავეს, სადაც საქართველოდან დელეგირებული 14 ჟურნალისტი იმყოფებოდა. ფორუმზე განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა  მალხაზ გულაშვილის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან, როდესაც მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა რუსეთის პირველ პირს  გადასცა წიგნი, რომელიც ცალსახად ქართული სახელმწიფო ინტერესებით გახლდათ გაჯერებული: „გზა სიმართლისაკენ, მშვიდობიანი კავკასიისა და გაერთიანებული საქართველოსკენ“. ზემოაღნიშნულის შედეგად, მალხაზ გულაშვილი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან დიდი პრესის ქვეშ აღმოჩნდა. იგი თავდაპირველად მცირეწლოვან შვილთან ერთად 1.5 წლით იქნა განდევნილი ქვეყნიდან, (1 წელი რუსეთში, 6 თვის განმავლობაში კი აზერბაიჯანში) ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე დააკავეს.

 

2013 წელს აღადგინა გასაგები მიზეზების გამო შეჩერებული ვებ საიტი geotimes.ge და ინგლისურენოვანი გაზეთი “The Georgian Times”, ასევე საქართველოს ეროვნული ბიზნესის ჯილდო.

 

2013 წელს ჩაატარა ინდუსტრიული ფორუმი, რომელშიც ყველა წამყვანმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე შემუშავდა საქართველოს ინდუსტრიული განვითარების პროგრამა, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინდუსტრიის განვითარების სახელმწიფო პროგრამას.

 

2014 წელს ჩაატარა თურქულ-ქართული ბიზნეს ფორუმი.

 

2015 წელს ჩაატარა ბიზნესმენების დაჯილდოება -  ეროვნული ბიზნესის ჯილდო.

 

2015 წელს დააარსა ტელეკომპანია „დრო“, რომელმაც ძალიან მოკლე ხანში საკმაო პოპულარობა მოიპოვა ტელემაყურებელში, რაზეც არსებული რეიტინგები და გაზრდილი სარეკლამო შემოსავალი მიუთითებს.

 

2021 წელს - დააარსა ტელეკომპანია Gttv

 

2021 წელს - დააარსა დოკუმენტური ფილმების სტუდია, რომლის თავმჯდომარე და პროდიუსერია.

 

 

მიჰყავდა შემდეგი გადაცემები საკუთარ ტელევიზიაში: „ბიზნესის დრო“, „ეკონომიკის დრო“ და საავტორო  გადაცემა „ალტერნატივა“, რომელიც ინტერაქტიული შინაარსის იყო და გარდა სტუმრებისა, გადაცემაში აქტიურად მონაწილეობდა ტელემაყურებელი. თითოეულ გადაცემაში, საშუალოდ, 60-70-მდე ზარი შემოდიოდა.

 

ამჟამად, არის გადაცემა "რეალური პოლიტიკის" ავტორი და წამყვანი  (GT Radio).


გადაცემა „რეალური პოლიტიკა მალხაზ გულაშვილთან ერთად“ -  ავტორი და წმყვანი (ტელეკომპანია Gttv).

 

2020 წელს, მედიაჰოლდინგმა შეიძინა რადიო „თანამგზავრი“ Fm  92,3. რებრენდინგის შედეგად, მას დაერქვა რადიო „ჯორჯიან თაიმსი“, რომელიც, მაუწყებლობს თბილისსა და მის შემოგარენში, ასევე, კახეთსა და იმერეთში. სამომავლოდ, იგეგმება მისი სიხშირის გაფართოება საქართველოს სხვა მხარეებშიც.

 

რადიოს აქვს უწყვეტი საინფორმაციო გამოშვება საათში ერთხელ, ბიზნესის სიახლეები და ტოკ-შოუ. გადაცემა „კაპიტალი-სანდრო ვეფხვაძესთან ერთად“, ქართული და უცხოური პრესის მიმოხილვა, გადაცემა ჯანმრთელობაზე - „პრევენცია“, სამოგზაურო მიმართულება,- გადაცემა- „მაგელანი“, „დროის მანქანა“, „წიგნების თარო“, „მსოფლიო სამზარეულო“, „ბრენდის ისტორია“, „ქართული ბრენდების ისტორია“, ამინდი, ასტროლოგია, ვალუტა, ყოველდღიური სპორტულიგადაცემა დავით ხვადაგიანთან ერთად,  გივი სიხარულიძის საავტორო გადაცემა - „სიყვარულის და სიცოცხლის ქალაქი“.

 

წლების განმავლობაში მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“  პარტნიორები გახლდნენ შემდეგი კომპანიები: საქგაზი, თბილავიამშენი, ალდაგი, მადნეული, IPG, TBC ჯგუფი, საქართველოს მინერალური წყლების კომპანია, რუსთავცემენტი, კვარციტი, სააქციო საზოგადოება საქნავთობი, საქართველოს ნავიგაცია, ჟინერი, იორის ველი, თბილწყალკანალი- თბილისის ცენტრალური წყალმომარაგება,  კალასი, არსი, ცენტრ პოინტ ჯგუფი, რაკენ დიველოპმენტი, წავკისის ველი, ვისოლი, სოკარ ენერჯი ჯორჯია, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი, ბიზნესიის კავკასსკოლა, სასტუმრო „ძველი მეტეხი“, VTB ბანკი ჯორჯია, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, ჯეოსელი, სააფთიაქო ქსელი PSP,სამგორი -94, საქართველოს ავიახაზები, ცემენტის კომპანია Heidelberg, კომპანია GWS, ბადაგონი, GTG ჯგუფი, ნიკორა.

 

 

„ჯორჯიან თაიმს“ ჯგუფი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:

 

    გაზეთები და ჟურნალები

 

    მარკეტინგული კვლევები და ბიზნეს-დაგეგმარება

 

    გამოცემა და ბეჭდვა

 

    სარეკლამო კამპანია 

 

    PR და GR

 

    პროფესიონალი იმიჯ-კონსულტანტების მომსახურება

 

    საარჩევნო ტექნოლოგიები

 

    ლობირება

 

    ბიზნეს-რეიტინგები

 

    ინვესტიციები

 

    B2B