ირაკლი კობახიძე - საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება - ჯერჯერობით ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია ვერ გამოაგდეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადაყენების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა აბსურდულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკანონო მოსმენები საქართველოში წარსულში ხდებოდა.

„ეს არის აბსურდული მოთხოვნა, ჩვენ დღემდე ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია ვერ მოვისმინეთ, შეუძლიათ გააგრძელონ ერთობლივად გვარამია-მელაძემ, გახარიამ, ხოჯევანიშვილმა, კიდევ გამოყარონ დამატებით ინფორმაციები, თუ რაიმე საინტერესოს ვიხილავთ არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია მათ ვერ გამოაგდეს. თუ ვინმეს უსმენდნენ ისინი წარსულში, შეუძლიათ თავისთვის შეინახონ, მაგრამ რატომ უსმენდნენ, რისთვის, როგორ, რატომ ინახავდნენ, ეს არის მათთვის დასასმელი შეკითხვაა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოში დიპლომატებს არ უსმენენ.

„საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება. მომავალში რას გამოაგდებს მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი, ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა