logo
ENG



ფაილები: სუს-ი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს უსმენს

15 სექ 202117:12
3 წუთის საკითხავი
clock 5190
ფაილები: სუს-ი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს უსმენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ფაილებიდან იკვეთება, რომ ფარული მიყურადების ქვეშ არიან უცხოელი დიპლომატები და საელჩოების თანამშრომლებიც.

ერთ-ერთ ფაილში, რომელიც სუს-ის თანამშრომლების ასობით მიმოწერას შეიცავს, გაშიფრულია აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების საუბრები არა მხოლოდ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, არამედ ერთმანეთს შორის. არის მათი პირადი მიმოწერაც ელექტრონული ფოსტიდან.

ყველა ეს საუბარი ეხება ეკლესიას, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოხვდა გავრცელებულ ფაილებში.

გარდა ამისა, ფაილებში არის სუს-ის თანამშრომლების 2020 წლის თებერვლის მიმოწერა, სადაც "ამერიკელების კონტაქტების" კონტროლზე აყვანას ითხოვენ.

- ამერიკელების კონტაქტები და ვიზიტები საპატრიარქოში აიყვანეთ კონტროლზე
- ზვიადაძე აკონტროლეთ!!‬‬‬

ფაილებში ძირითად მოყვანილია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების კომუნიკაცია ტელეფონით. ასევე, არის საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამშრომლის საუბრების საელჩოს წარმომადგენლებთან.

ამის გარდა, ფიქსირდება საელჩოს თანამშრომლებს შორის საუბრები ან მათი სატელეფონო საუბრები სხვა ორგანიზაციებთან.

"[09.03.20, 12:44:51]: მ.წ. 9 მარტს, 09:58 სთ-ზე საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი, რომელმაც ჰკითხა ვინ მიდიან 10 მარტს, 11:00 საათზე პატრიარქთან შეხვედრაზე აშშ-ს საელჩოდან, რაზეც აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე მიდიან აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური ოფიცერი ხუან აპარისიო. USAID-ის წარმომადგენელმა აცნობა, რომ შეხვედრაზე მიდის "პიტერიც" (სავარაუდოდ იგულისხმა “USAID”-ს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი)".

"[17.04.20, 17:58:09]: მიღებული ინფორმაციით, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თანაშემწემ, საპატრიარქოს წარმომადგენელს მეილზე გაუგზავნა ელჩის კელი დეგნანის აღდგომის დღესასწაულის მისალოცი წერილები, რომლის ადრესატები არიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მამა გიორგი ზვიადაძე".‬

"[02.10.20, 18:21:26]: საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის თანაშემწეს ესაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც განუცხადა, მ.წ. 9 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში, საპატრიარქოს მხრიდან ჩანიშნულ შეხვედრაზე დასწრება დაადასტურეს გერმანიის, იაპონიის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ლატვიის, სლოვაკეთის და შვეიცარიის ელჩებმა. სულ მოწვევა გაგზავნილია 21 ელჩთან და დანარჩენებისგან ელოდებიან პასუხს. ელჩის თანაშემწემ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თანაშემწესთან ასევე გაარკვია, რომ კარლ ჰარცელი დაესწრება თუ არა შეხვედრას ჯერ არ გადაუწყვეტია".‬

ფაილებში მოცემულია საელჩოს მაღალი რანგის ორი თანამშრომლის საუბარი, რომლების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ვიდეო-კლიპის გადაღებას გეგმავდნენ, რომელშიც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ პიროვნებები, რომლებიც სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის აშშ-ში სწავლებისთვის და ა.შ. იყვნენ დაფინანსებული აშშ-ს მთავრობის მიერ. ისინი განიხილავდნენ, თუ იყო ვინმე საპატრიარქოდან ისეთი პირი, ვისაც კლიპისთვის ჩაწერდნენ.


close დახურვა