ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას - რუსეთი გააგრძელებს აფხაზი მეგობრებისთვის ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას აფხაზეთის „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს.

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის ეროვნულ დღესასწაულთან - გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ განვაგრძობთ ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებას ყველა სფეროში", - აღნიშნულია ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტი დე ფაქტო ლიდერს პირობას აძლევს, რომ რუსეთი აფხაზების დახმარებას განაგრძობს.

„რუსეთი გააგრძელებს აფხაზი მეგობრებისთვის ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენას აქტუალური ეკონომიკური და სოციალური ამოცანების გადასაჭრელად, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - წერს ვლადიმერ პუტინი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს