ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი არის „კლოუნი“

მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია თამამად გითხრათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის „კლოუნი“.

„რაც შეეხება სააკაშვილს: 1. სააკაშვილი საქართველოში არ არის; 2. ეს ადამიანი არის „კლოუნი“, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს დადასტურდა მის მიერ. 3 ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად საზოგადოება დაინახავდა, როგორი „კლოუნია“ მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია თამამად გითხრათ“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშივლის განცხადების შესახებ, რომ ის საქართველოში იმყოფება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა