სოხუმის დაცემა: გალელ მოსწავლეებს "საზეიმო" ღონისძიებებში მონაწილეობა აიძულეს [ფოტორეპორტაჟი]

29-09-2021 22:03:36 კონფლიქტები

სოხუმის დაცემის, საოკუპაციო რეჟიმის ხედვით კი "გამარჯვების" დღესთან დაკავშირებით გალის რაიონის სკოლებში რიგი "საზეიმო" ღონისძიებები გაიმართა, რომლებშიც ადგილობრივ ქართველ ბავშვებსაც აიძულეს მონაწილეობა.

გალის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა, რომლებსაც ცოტა ხნის წინ მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებაც წაართვეს, 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. მათი ნაწილი ღონისძიებებზე სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი.

Facebook-მომხმარებელი დავით ჟვანია დღეს ამ მოვლენების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს:

ახალი ამბები

სხვა სიახლეები