2021 წლის 26 სექტემბერს სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „ნამდვილი ცესკო ვართ ჩვენ“ ფოტო გაავრცელა. ფოტოს მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 2021 წლის 8 სექტემბერს გამოსცა ბრძანება და 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტს სირიის ცენტრალური საარჩევნო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი კომისიის 2 წევრის მოწვევა დაავალა.

იხ. ფოტო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე მსგავსი ბრძანება არ იძებნება. ამასთან, სირიის არაბთა რესპუბლიკის სადამკვირვებლო მისიის შესახებ ინფორმაცია არც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩამონათვალშია.

აღნიშნული ბრძანების ნამდვილობასთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრი“ ცესკოს დაუკავშირდა. ცესკოს თანახმად, პოსტში მოცემული ბრძანება არ არსებობს და შესაბამისად, გავრცელებული ფოტო ყალბია. ასევე, ხსენებულ ფოტოს ცესკო საკუთარ Facebook- გვერდზეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ფოტო ყალბია.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული პოსტი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში, როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერ, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერ ჯგუფში, ერთი და იმავე facebook-მომხმარებლების მიერ (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4) კოორდინირებულად გაზიარდა. მაგალითად, Facebook-მომხმარებლებმა Besika Dolidze და Marina Teqturmanidze აღნიშნული პოსტი როგორც ოცნების, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერ ჯგუფებში გააზიარეს.

(იხ. ფოტოები)

ამასთანავე, Facebook-მომხმარებელი Marina Teqturmanidze საკუთარ გვერდზე აზიარებს Facebook- გვერდის „სიმართლის დროა“ პოსტს. აღნიშნული გვერდი ძირითადად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების, მათ შორის, არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელ პოსტებს აზიარებს.

იხ. ფოტო

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი