მთავრობა 2022 წელს 3,1 მილიარდი ლარის საგარეო ვალს აიღებს
მთავრობა 2022 წლისთვის 3,1 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი მომავალი წლის ბიუჯეტის დოკუმენტიდან ხდება.
ეს იმის ფონზე, როდესაც მთავრობამ ევროკავშირის 75 მილიონი ევროს მოცულობის მაკროფინანსურ დახმარების, ანუ დაბალპროცენტიანი სესხის აღებაზე უარი თქვა. მაშინ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ ტრანშზე უარის თქმის მოტივად საგარეო ვალის შემცირების აუცილებლობას ასახელებდა.
როგორც 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიიდან ხდება ცნობილი, მომავალ წელს აღებული 3,1 მილიარდი ლარის საგარეო ვალიდან 1,9 მილიარდი უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტები იქნება.
ამასთან, მომავალ წელს მთავრობა ბიუჯეტის მხარდასაჭერად 1,2 მილიარდის მობილიზებას გეგმავს:
- ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები — 318 მილიონი ლარის ოდენობით;
- წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები — 150 მილიონი ლარის ოდენობით;
- კლიმატზე მორგებული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები — 190,3 მილიონი ლარის ოდენობით;
- განვითარების პოლიტიკის ღონისძიება 2022 პროგრამის (DPO-2022) ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები — 157,38 მილიონი ლარის ოდენობით;
- სოციალური კეთილდღეობის პროგრამა IV-ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები — 109,8 მილინი ლარის ოდენობით;
- წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები — 109,8 მილიონი ლარის ოდენობით (ADB-ს II ტრანშის თანადაფინანსება);
- საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა V-ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები — 164,7 მილიონი ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ 2022 წელს საგარეო ვალის დაფარვისთვის 1,44 მილიარდი ლარი დაიხარჯება, საიდანაც 1,19 მილიარდი ლარი სესხების ძირითადი თანხა, ხოლო 250 მილიონი ლარი — პროცენტის თანხა იქნება.
გარდა ამისა, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2,85 მილიარდი ლარის საშინაო ვალს აიღებს. ამასთან, მთავრობა მომავალ წელს შიდა ვალის 1,55 მილიარდით შემცირებას გეგმავს.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მინისტრი ამბობს, რომ 2020 წელთან შედარებით, როდესაც მთავრობის ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 60% იყო, წელს ეს მაჩვენებელი 7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ხუციშვილი იმასაც ამბობს, რომ მიმდინარე წელს უარი ითქვა არა მხოლოდ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე, არამედ სხვა წინასწარ შეთანხმებულ საგარეო ვალდებულებებზეც.
"ვალის მოცულობა მცირდება მნიშვნელოვნად, 7 პროცენტული პუნქტით შემცირება არის მნიშვნელოვანი შემცირება. ეს შემცირება განხორციელდა იმის ხარჯზე, რომ საქართველომ თქვა უარი ძალიან ბევრ საგარეო ვალდებულებებზე, რომლებიც შეთანხმებული იყო, ან იყო მოლაპარაკების პროცესში და ეს არ იყო მხოლოდ ევროკავშირთან მიმართებაში, ეს არის მთელი რიგი სხვა მიმართულებები მათ შორის, კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში, სადაც საქართველომ შეცვალა მიმართება, ან საერთოდ უარი თქვა კონკრეტული პროექტებისთვის ვალის აღებაზე, ან შევიდა ბიუჯეტი ამ პროექტების თანადაფინანსებაში, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ვალის მოცულობა [მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით] შეგვემცირებინა 60%-დან 52,7%-მდე", — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ბიუჯეტის 2022 წლის პროექტის მიხედვით, ჯამში, მომავალი წლის ბოლოთვის მთავრობის საგარეო ვალი 26,6 მილიარდს, ხოლო საშინაო ვალდებულებები 7,09 მილიარდ ლარს მიაღწევს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები