სააკაშვილის ცრუ მხარდამჭერ ჯგუფში მისი და რულოვსის გაყალბებული ციტატები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

21
VIEWS

30 ოქტომბერს ფეისბუქ ჯგუფში “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს” მომხმარებელმა Tabidze Tato-მ “მთავარი არხის” დიზაინით ფოტო გააზიარა, ფოტოზე ასახულია მიხეილ სააკაშვილის ციტატა, რომელიც მომხრეებს მოუწოდებს, არა საარჩევნო უბნებზე, არამედ ციხესთან შეიკრიბონ: “ყველა ჩემ მხარდამჭერს მოვუწოდებ, ეხლა იმის დრო აღარაა საარჩევნო უბანზე წავიდეთ. ყველა ვიკრიბებით ციხესთან.

ამავე მომხმარებელმა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის დღეს ამავე ჯგუფში გამოაქვეყნა ტელეკომპანია “პირველის” დიზაინის მქონე ფოტო, რომლის წარწერის მიხედვითაც, სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მიშა ოჯახს უღალატებდა.

3

მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის ციტატები გაყალბებულია. არც “მთავარი არხის”, არც ტვ პირველის გვერდზე მსგავსი ციტატები არ იძებნება. რეალურად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის მიმართვაში მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებდა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ ამ დროისთივს ბოლო 29 ოქტომბრის მიმართვაში ის თავის მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი სიცოცხლე სწორედ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი: გთხოვთ, დღეს დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნათესავს, ახლობელს, ვინც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას და გაიყოლოთ თან. ყოველი ადამიანის მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე მინდა გთხოვოთ ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნო უბნებთან რათა ერთად დავიცვათ ხმები, ივანიშვილს უნდა, რომ საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს. თქვენ ხელშია ახლა საქართველოს და ჩემი ბედიც.

რაც შეეხება სანდრა რულოვსის ციტატას, საქართველოს ყოფილი პირველი ლედის მიერ ამ ან მსგავსი შინაარსის კომენტარი არც ერთ ღია წყაროში არ იძებნება. სანდრა რულოვსის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ის 30 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდა და სხვებსაც მოუწოდა ასე მოქცეულიყვნენ, გვერზე მისი 28 ოქტომბერის ის პოსტიც იძებნება,  სადაც არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საუბრობს. მისი ეს ფოტო და განცხადება ტელეკომპანია “პირველმაც” გამოაქვეყნდა.

4

არც “მთავარი არხის,” არც ტვ “პირველის გვერდებზე მსგავსი შინაარსის პოსტები არ იძებნება.

  • ცრუ მხარდამჭერი ფეისბუქ ჯგუფი “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს / Freedom to President Saakashvili”

ეისბუქ ჯგუფი თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს / Freedom to President Saakashvili 2020 წლის 9 თებერვალს სახელწოდებით “ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში” შეიქმნა, 2021 წლის 10 ოქტომბრიდან კი დღევანდელ სახელწოდებას ატარებს. ჯგუფის ერთადერთი ადმინისტრატორი Tabidze Tato არის.

5

მიუხედავად მისი სახელწოდებისა, ჯგუფში 13 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრი აქციის წინა დღეს, მიხეილ სააკაშვილისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ფოტო და წარწერები გამოქვეყნდა.

6

ამას გარდა, Tabidze Tato-მ ფეისბუქ ჯგუფში მიხეილ სააკაშვილის შიმშლობის დისკრედიტაციის მიზნით საქართველოში “პროფესორი” ჯონათან სინსის ჩამოსვლის შესახებ მედია საშუალების გაყალბებული სქრინიც გაავრცელა. 29 სექტემბერს მან ჯგუფში  საფრანგეთიდან ქართველი ემიგრანტების ჩამოსვლის შესახებ ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

7

ამ ყალბი ცნობების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist