კრემლისტური და სახელისუფლებო პლატფორმები ნინო ლომჯარიას და ტვ ფორმულას წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

124
VIEWS

20 ნოემბერს კრემლის გამოცემა News Front-ის ქართულენოვანი ვერსიის News Front-ისა და პრორუსული და პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე Spacenews.io ვებ-გვერდებზე “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებლის შოთა აფხაიძის ფეისბუკ პოსტი გამოაქვეყნდა. აფხაიძე ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველმა და ტელეკომპანია “ფორმულამ” ნინოწმინდაში ქართული ბავშვთა სახლის დახურვისთვის სომხური ორგანიზაცია “პეტერსონ ბელქნაფისგან”, ფრანგული ფონდ “ხაგანის” და ჯავახკის რუსული დიასპორისგან გასამრჯელოდ 580 000 ევრო მიიღეს. იდენტური პოსტი 20 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა “შავი მედია” და ფეისბუკმომხმარებლმა Mikheil Amisulashvili, 24 ნოემბერს კი ალტ-ინფოს მხარდამჭერმა  თემო ბოკელავაძე-მ გაავრცელეს.
"

""
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარების შესწავლა სახალხო დამცველს კანონით ევალება, პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანა კი ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. ცნობები ამ პროცესში სომხური, ფრანგული და ჯავახკის რუსული ორგანიზაციის ჩართვის და ფინანსური მოტივაციის შესახებ, კონსპირაციაა. კავშირს ამ ორგანიზაცებთან როგორც სახალხო დამცველის აპარატი, ასევე ტელეკომპანია “ფორმულაც” უარყოფს. კრემლისტური News Front ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ადრეც ავრცელებდა.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სახალხო დამცველის აპარატსა დაუკავშირდა.  სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანი თამაზაშვილის თანახმად, მათ სომხური ორგანიზაცია “პეტერსონ ბელქნაფთან”, ფრანგული ფონდ “ხაგანსა” და ჯავახკის რუსულ დიასპორასთან არავითარი სახის თანამშრომლობა არ აკავშირებთ და შესაბამისად, მათგან არც  580 000 ევრო აუღიათ. აღნიშნულ ორგანიზაციებთან კავშირი ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბერიძემაც უარყო.

დეზინფორმაცია ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ კრემლისტურმა გამოცმა “ნიუსფრანტმა” ადრეც გაავრცელა, როცა საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდას პანსიონში არსებულ ბავშვთა უფლებებრივ მდგომარეობაზე სახალხო დამცველმა კრიტიკული პოზიცია გამოხატა და ნიუსფრანტთან ერთად სხვა აქტორების სამიზნეც გახდა. საქართველოს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შესვლას და ადგილზე მდგომარეობის შესწავლას ითხოვდა. საბოლოოდ აპარატის თანამშრომლების ადგილზე შესვლა დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდასასამართლომ სახელმწიფოს პანსიონიდან შშმ ბავშვების გამოყვანის უზრუნველყოფა დაავალა.

წყაროების შესახებ
შოთა აფხაიძე

შოთა აფხაიძე  “ევრაზიის ინსტიტუტს” მას შემდეგ შეუერთდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. ის სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი დანაშაულის გამო იხდიდა. 2015 წელს აფხაიძემ “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი” დააფუძნა. დაკავებამდე აფხაიძე მალხაზ გულაშვილის მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პუბლიცისტი იყო. News Front-ის 2020 წლის თებერვლის მასალაში შოთა აფხაიძე  ამ გამოცემის რედაქტორად არის მოხსენიებული, თუმცა 2021 წლის მარტში მან ეს ინფორმაცია უარყო.

News Front
2019 წლის ოქტომბერში ქართულ მედია ბაზარზე კრემლისტური მედია News Front-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდი გამოჩნდა. საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბების ფრონტი” ანუ News Front ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა. ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს. News Front-ი ამ დრომდე ინფორმაციას 8 ენაზე – რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად – აქვეყნებდა. ოქტომბერში კი პლატფორმას ქართული ენაც დაემატა. News Front უკრაინის ტერიტორიების – დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის –  დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია.

Spacenews.io.
“სივრცეების” (Spacesnews) სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულწილად ჰიბრიდულია: ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ინფორმაციასთან და სახელისუფლებო ექსპერტებთან ერთად, აქ გადაცემის წამყვანად კრემლთან დაკავშირებულ მედია პროექტის “პოლიტიკანოს” ავტორსაც (გიორგი მდივანი) ვხვდებით, ხოლო გამოცემის გზავნილები შერეულია. მათ შორის გამოიყენება მცდარი დილემის ტექნიკა, რომელიც მართლმადიდებლობის დამცველ რუსეთს სუვერენიტეტის ხელმყოფ დასავლეთს უპირისპირებს.
სამართლიანი არჩევნების ISFED-ის 2021 წლის კვლევის თანახმად, “სივრცეები” კრემლისტურ “ნიუს-ფრონტთან” არის დაკავშირებული. გარდა ნიუსფრანტისა, MDF-ის 2019 წლის კვლევაც და შემდგომი დაკვირვებაც აჩვენებს გარკვეულ კოორდინაციას კრემლისტურ “პოლიტიკანოს”, “საქართველო და მსოფლიოს”, ახალგაზრდა ევრაზიულ კავშირსა და ევრაზიული ინსტიტუტს შორის. აღსანიშნავია, რომ spnews.io-სთან  2020-2021 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით, ჯამში  43 849.75 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გაუფორმეს.

მიხეილ ამისულაშვილი
მიხეილ ამისულაშვილი “ქართული მარშის” ერთ-ერთი მხარდამჭერია. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” თანახმად, ამისულაშვილის მიერ  თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამისულაშვილი 2018 წლის 20 მარტს “რუსთავი 2”-თან მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას ედავება. (www.lasvegasoms.com)  მანამდე 2-ჯერ არის ნასამართლევი ცემის მუხლით.

თემო ბოკელავაძე
თემო ბოკელავაძე ზვიად ტომარაძესთან ერთად სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ აქციების ორგანიზებასა და ხილვადობის გაზრდაში იყო ჩართული, ასევე მონაწილეობდა 5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივ აქციაშიც. “ქართულ მარშთან” დაკავშირებული თემო ბოკელავაძე, 5-6 ივლისის მოვლენებში მონაწილე დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას ითხოვდა.

"

"
შავი მედია
ფეისბუკ გვერდი “შავი მედია” ანტივაქსერულ და ანტიოპოზიურ პოსტებს ავრცელებს და ამავდროულად “ალტ-ინფოს” მხარდამჭერია. ფეისბუკ გვერდმა 31 ოქტომბერს დეზინფორმაციაც გამოაქვეყნა, ფოტოშოპით დამუშავებულ ფოტოზე  “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და ამავე არხის ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია ერთმანეთს კოცნიან.
"""


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საფრანგეთი, სომხეთი
წყარო

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist